Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

პაატა იმნაძე: სოფლების მოსახლეობა არ იცავდა რეკომენდაციებს

© photo : Irakli Garibashvili / FBკარანტინი მარნეულსა და ბოლნისში
კარანტინი მარნეულსა და ბოლნისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებული მონაცემები მოწმობს, რომ ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობა რეკომენდაციებს მეტად იცავდა, ვიდრე სოფლად მცხოვრებნი, განაცხადა ექიმმა

თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 822 ტესტი გაკეთდა, აქედან 29 შემთხვევა დადებითი აღმოჩნდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

ერთ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 485-მდე, 139 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ექვსი გარდაიცვალა.

ტესტი - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

„ბოლო 24 საათის განმავლობაში არის 29 ახალი შემთხვევა. ეს არის ძირითადად ბოლნისის უკვე ცნობილი კლასტერიდან. ასევე თეთრიწყაროსი. მოგეხსენებათ, იქ იყო შემთხვევა და იმისი კონტაქტებია. გარდა ამისა, ერთი არის ქუთაისში, რომელიც ჰოსპიტალიზებული იყო, სწრაფი ტესტით იყო დადებითი და ამჯერად დადასტურდა „პისიარ“ მეთოდითაც. ასევე თბილისში დაემატა ოთხი ახალი შემთხევა, ესეც დაკავშირებულია ერთ-ერთ ჰოსპიტალთან“, - განუცხადა ჟურნალისტებს იმნაძემ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ აღნიშნა, არსებული მონაცემები მოწმობს, რომ ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობა რეკომენდაციებს მეტად იცავდა, ვიდრე სოფლად მცხოვრებნი.

„დღევანდელი შემთხვევების მატება აჩვენებს იმას, რომ ჩვენი ქალაქების მოსახლეობამ მაქსიმალურად შეასრულა ჩვენი რეკომენდაციები, მაგრამ ყველაფრიდან ჩანს, რომ სოფლის მოსახლეობა, სამწუხაროდ, არ იცავდა რეკომენდაციებს იმ დღეების განმავლობაში, როცა ჩვენ მოვუწოდებდით მათ, რომ სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეზობლებში გადასვლას საქეიფოდ, მეგობრებთან გადასვლას საქეიფოდ, სახლში დარჩენა ნიშნავს სახლში დარჩენას, საკუთარ სახლში დარჩენას“, – აღნიშნა იმნაძემ.
მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ით დაავადებული 45 პაციენტი რჩება

მისი თქმით, იქ, სადაც ვირუსის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა, აკრძალვების მიუხედავად, ადამიანები მაინც გავიდნენ სასაფლაოებზე.

„ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით ერთი კვირის წინ, ათი დღის წინ არ იყო დაცული გაცემული რეკომენდაციები. ჩემი ინფორმაციით, მათ შორის, ადგილი ჰქონდა საფლავებზე გასვლასაც და სუფრებზე დღესასწაულების აღნიშვნას, ვიმკით იმ შედეგს, რაც გვაქვს“, – განაცხადა იმნაძემ.

იმნაძემ ასევე აღნიშნა, რომ მედიკოსების ინფიცირების გზების და მათი კონტაქტების გაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0