Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ამირან გამყრელიძე მიმდინარე კვირის ბოლოს კორონავირუსის 400-მდე შემთხვევას ვარაუდობს

გამოწერა
7 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 196-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 46

თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. ვპროგნოზირებთ, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს კორონავირუსის 350-დან 400-მდე შემთხვევა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

ნაპოვნია COVID-19-ის ახალი „აქილევსის ქუსლი“: მსოფლიოს უდიდესი ინსტიტუტი კვლევას აქვეყნებს >>

7 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 196-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 46, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4674 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 362 პაციენტია.

გამყრელიძის განცხადებით, აპრილის თვე და მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული, ამიტომ მოსახლეობამ ყველა რეკომენდაცია უნდა შეასრულოს, განსაკუთრებით კი სოციალური დისტანცირება.

„ვფიქრობთ, რომ აღმავალ ფაზაში ვართ, გვაქვს შემთხვევების მატება. ვპროგნოზირებდით, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონოდა 200 შემთხვევა, კვირა დღის ბოლოს გვქონდა უფრო ნაკლები, რამდენიმე ერთეულით შევცდით, ეს კარგია. ასევე ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს 350-დან 400-მდე. აპრილი, მაისის პირველი ორი კვირა იქნება საკმაოდ რთული“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 196-მდე გაიზარდა

ასევე, როგორც დაავადებათა კონტროლისა ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, საქართველოში ჯერჯერობით ეპიდსიტუაცია არ არის ისეთი რთული, როგორც მეზობელ ქვეყნებში, თუნდაც ევროპაში, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

„ეპიდემია თანადათან ვითარდება. დღეს ჩვენს ლაბორატორიებში მიმდინარეობს 200-მდე კვლევა ექვს სხვადასხვა ლაბორატორიაში ე.წ PCR-სტანდარტით და ამ ეტაპზე, ერთი შემთხვევაა დამატებული, მაგრამ ვფიქრობ, გვექნება შემთხვევების მატება, რამეთუ ყოველდღიურად გვაქვს შემთხვევების მატება“, - განაცხადა მან.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მსოფლიო ჯერ ერთ ციფრზე ვერ ჯერდება, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება შემთხვევების მატება. მისი თქმით, მეცნიერთა უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ უფრო თბილ სეზონზე კორონავირუსმა უკან უნდა დაიხიოს, წავიდეს კლებისკენ და გადაიქცეს სეზონურ ვირუსად, რომელიც სიცივეში შეგვახსენებს ხოლმე თავს. 

ლევან რატიანი ინფიცირებულის „ყველაზე მძიმე დღეების“ შესახებ საუბრობს >>

„თუმცა, არის კიდევ სხვა მოდელები, რომლებიც გვიწინასწარმეტყველებენ, რომ პიკი შეიძლება იყოს უფრო მოგვიანებით, ივლისში ან სექტემბერში, ან ასე და ასე შემდეგ, მაგრამ ამაზე გარკვეული პერიოდულობით იკრიბება ჯგუფი ექსპერტებისა, ვმსჯელობთ და ვისაც დააინტერესებს შეუძლია შემოგვიერთდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმიც მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0