თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 196-ს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 46 ადამიანი, გარდაიცვალა – 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4674, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 362 პაციენტია.
კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის შესახებ 4 აპრილს გახდა ცნობილი. ეს იყო 79 წლის ქალი. 5 აპრილს გარდაიცვალა 81 წლის ქალი. დღეს გარდაიცვალა 86 წლის ქალი. სამივეს სხვა თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდათ.
საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება.
31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.