https://sputnik-georgia.com/20200407/levan-ratiani-inficirebulis-yvelaze-mZime-dReebis-Sesaxeb-saubrobs-248182125.html
ლევან რატიანი ინფიცირებულის „ყველაზე მძიმე დღეების“ შესახებ საუბრობს
ლევან რატიანი ინფიცირებულის „ყველაზე მძიმე დღეების“ შესახებ საუბრობს
Sputnik საქართველო
თუ ინფიცირებული პაციენტი დაავადების მე-8 და მე-9 დღეებს გართულებების გარეშე გადალახავს, შეიძლება ითქვას, რომ კრიზისმა ჩაიარა 07.04.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-04-07T19:58+0400
2020-04-07T19:58+0400
2021-10-19T17:23+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22867/73/228677311_1319:258:3072:1244_1920x0_80_0_0_a18ca81a92d0b9ccb8e9316c5a52617f.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22867/73/228677311_1764:296:3072:1277_1920x0_80_0_0_8953183979282d227471c5ee8d176bed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ლევან რატიანი ინფიცირებულის „ყველაზე მძიმე დღეების“ შესახებ საუბრობს
19:58 07.04.2020 (განახლებულია: 17:23 19.10.2021) თუ ინფიცირებული პაციენტი დაავადების მე-8 და მე-9 დღეებს გართულებების გარეშე გადალახავს, შეიძლება ითქვას, რომ კრიზისმა ჩაიარა
თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. კორონავირუს COVID-2019-ით ინფიცირებიდან მერვე და მეცხრე დღეები ყველაზე მძიმეა, უამბო ჟურნალისტებს თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.
კორონავირუსისგან სახლში განკურნებაში ადამიანებს ოჯახის ექიმები დაეხმარებიან >>
თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცი გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.
„გუშინ გვყავდა მძიმე პაციენტი 42 წლის, რომელსაც ემთხვეოდა დაავადების მე-8 მე-9 დღე და ეს წარმოადგენს ამ დაავადების ყველაზე მძიმე პერიოდს. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია. შენარჩუნებულია ოქსიგენაციის პარამეტრები და თუ დღევანდელი დღე გადავლახეთ, ყველა ექიმს ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ არ დასჭირდება ამ ბიჭს ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაყვანა“, - განაცხადა რატიანმა.
საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 195–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 46. გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4708, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 370.