23:56 26 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4801
  • 100 RUB4.4615
  • USD3.1916
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)
132 0 0

როდესაც ვირუსი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, სრულიად შესაძლებელია ავადმყოფობასთან სახლში, ექიმის დაკვირვებით გამკლავება და ამით რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის სამედიცინო რესურსების მაქსიმუმის შენარჩუნება, აღნიშნა პრემიერმა.

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. კორონავირუსით დაავადებული ადამიანების მკურნალობა, რომლებთანაც ეს ვირუსი უსიმპტომოდ ან მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს, შესაძლებელია სახლის პირობებში ექიმის დისტანციური კონსულტაციებით. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ჩვენ ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან“ - გახარია მოახლოებულ რელიგიურ დღესასწაულზე>>

მთავრობამ ქვეყნის მთელ ტერტორიაზე კარანტინის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო, რისი მიზანიც კორონავირუსის გავრცელების შეჩერებაა. გადაწყვეტილება დღეს, 31 მარტს, დილის 08:00 საათზე ამოქმედდა. ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაა 103 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 20, კარანტინში რჩება 5114, ხოლო სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 263 პაციენტია.

„იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი არ მიმდინარეობს მძიმედ, მას მარტივად უნდა გავუმკლავდეთ სახლის პირობებში. ამაში უნდა მოგვეხმაროს ჯანდაცვის სისტემა და სწორედ ოჯახისა და სოფლის ექიმები“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, ორიოდე დღის შემდეგ ოჯახისა და სოფლის ექიმები ტელეფონით მოემსახურებიან იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ვირუსზე ეჭვი, ან მაღალი ტემპერატურა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ ადამიანებზე ზრუნვა.

„ჩვენი მოხუცების, მშობლების რისკი რომ შევამციროთ, ასევე ქრონიკულად დაავადებული ადამიანების, რომელთა შემთხვევაშიც ვირუსი უფრო მძიმე პირობებში ვითარდება, მათთვის უნდა შევინარჩუნოთ რესურსების მაქსიმალური მოცულობა“, – აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის გადაწყვეტილებით ქვეყანაში ასევე შემოღებულია კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე. მანამდე, 21 მარტიდან ამოქმედდა საგანგებო მდგომარეობა. აქამდე კარანტინის რეჟიმი მოქმედებდა მხოლოდ ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში, სადაც კორონავირუსის აფეთქების საფრთხე არსებობდა.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)

მთავარი თემები