Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თბილისში კორონავირუსი ერთ-ერთი ტაძრის სტიქაროსანს დაუდასტურდა

© Sputnik / STRINGERეკლესია
ეკლესია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტიქაროსანს, რომელიც თემქის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მსახურობდა, კორონავირუსი ოჯახის წევრისგან გადაედო.

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. თბილისში თემქის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის სტიქაროსანი კორონავირუსით დაინფიცირდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი

ტაძრის წინამძღვრის, მამა სერაფიმეს განცხადებით, რომელიც ამჯერად თვითიზოლაციაში იმყოფება, სტიქაროსნის დაინფიცირების წყარო ოჯახია და არა ეკლესია.

ახალი კორპუსები თბილისში - Sputnik საქართველო
კორონავირუსის გამო გლდანში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად ჩაიკეტა

„მას შემდეგ, რაც სტიქაროსნის ბაბუას კორონავირუსი დაუდასტურდა, იგი ჩვენთან მსახურებაზე აღარ დამდგარა... ასეთი ადამიანი, მირჩევნია, რომ ცოტა ხანი დათხოვნილი ყოფილიყო მსახურებიდან და ტაძარში არ მოსულიყო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითონაც გადის მკურნალობას, გუშინ გავიგე. მას კორონავირუსი დადასტურებული აქვს“, – აღნიშნა მამა სერაფიმემ.

მამა სერაფიმეს თქმით, სტიქაროსნის ჯანმრთელობით ის პირადად, საკითხის სერიოზულობიდან გამომდინარე დაინტერესდა.

„ექიმებსაც ვესაუბრე და მითხრეს, რომ იგი მკურნალობს. პირადად დავინტერესდი, რადგან ეს არ არის სათამაშო თემა. სტიქაროსნის ინფიცირების შესახებ მრევლს დღეს ვაცნობეთ, რადგან მე თვითონ გვიან გავიგე ეს დაზუსტებით“, – განაცხადა ტაძრის წინამძღვარმა.

7 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 195-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 39, გარდაიცვალა 2. კარანტინში იმყოფება 4708  ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 370 პაციენტია.

ლევან რატიანი: კორონავირუსი ინფექციაა, რომელიც ყველამ უნდა მოიხადოს>>

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. შესაბამისად, ქვეყანაში სრულად აიკრძალა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი გადაადგილება. ერთ-ერთი შეზღუდვა სამ კაცზე მეტი პირის შეკრების აკრძალვას წარმოადგენს.

თერმოსკრინინგი - Sputnik საქართველო
საქართველოში ვირუსის შიდა გადაცემის ფაქტები იზრდება – ბოლო მონაცემები

ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ბევრმა ეკლესიამ დააწესა სპეციალური წესები. ბევრმა ეკლესიამ მოახერხა და მოახდინა ეკლესიის ეზოების ხმის სისტემებით აღჭურვა, რათა მრევლმა გარეთ ყოფნა შეძლოს. 

საქართველოს საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, სინოდი ეთანხმება იმას, რომ მორწმუნეებმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები უნდა დაიცვან. ამასთან, შესაძლოა, სინოდის გადაწყვეტილების ფარგლებში რაიმე რეკომენდაციები უფრო დაზუსტდეს და ლოცვა-კურთხევით სავალდებულო შესასრულებელი გახდეს.

კომენდანტის საათი საქართველოში: შეიძლება თუ არა აღდგომის ღამე გავატაროთ ტაძარში>>

მართლმადიდებელი სამყარო 19 აპრილს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ ჩატარდება ის საგანგებო მდგომარეობის პირობებში. ცნობილია, რომ ქართული ეკლესია ზიარების წესის გადახედვას არ აპირებს.

ყველა ახალი ამბავი
0