Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ლევან რატიანი: კორონავირუსი ინფექციაა, რომელიც ყველამ უნდა მოიხადოს

© REUTERS / NIAID-IRFCOVID-19
COVID-19 - Sputnik საქართველო
გამოწერა
7 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 195-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 39 ადამიანი.

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. კორონავირუსი ინფექციაა, რომელიც ყველამ უნდა მოიხადოს, განაცხადა თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.

7 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 195-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 39, გარდაიცვალა 2. კარანტინში იმყოფება 4708  ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 370 პაციენტია. 

სისხლის ანალიზი ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა

რატიანის განცხადებით, ამ ვირუსის სტრატეგია მსოფლიოს წამყვანი მეცნიერებისთვის უცნობია, თუმცა, ის კაცობრიობისთვის მოსახდელი დაავადებაა.

„ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჩვენთვისაც, მსოფლიოში წამყვანი მეცნიერებისთვისაც ამ ვირუსის სტრატეგია არის უცნობი. მხოლოდ და მხოლოდ ვიცით ერთ რამ – ეს მოსახდელი დაავადებაა, აუცილებლად უნდა მოიხადოს ეს ვირუსი კაცობრიობამ, 80%-მა კლინიკური ფორმით, 20%-მა – საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

მისი სიტყვებით, მსოფლიოში BCG–ვაქცინის ბუმია. არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანები, რომელთაც BCG აცრა აქვთ  გაკეთებული, ვირუსს შედარებით მსუბუქ ფორმაში გადაიტანენ. 

„ალბათ ჩვენს ქვეყანას გაუმართლა კალენდარულ აცრებთან დაკავშირებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა მსუბუქად გადაივლის ამ პანდემიას. ჩატარებულია BCG ვაქცინაცია, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დიდი დამსახურებაა“, – განაცხადა მან. 

თერმოსკრინინგი - Sputnik საქართველო
საქართველოში ვირუსის შიდა გადაცემის ფაქტები იზრდება – ბოლო მონაცემები

რატიანმა ასევე ისაუბრა საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის შესახებ. მისი სიტყვებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ექვსი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მათგან სამი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

სულ კლინიკაში 66 პაციენტი იმყოფება, მათგან 52 კორონავირუსით ინფიცირებულია.

რატიანმა ასევე აღნიშნა, რომ კლინიკის მედპერსონალს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და არც ერთ მათგანს ვირუსი არ გამოუვლინდა.

საქართველოში დღეისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 39, გარდაიცვალა 2, კარანტინში იმყოფება 4 708 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 370 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0