19:22 23 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7545
  • 100 RUB4.3140
  • USD3.1566
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
172 0 0

კორონავირუსით ინფიცირებულთა ძირითადი ნაწილი მკურნალობას ექვემდებარება და გამოჯანმრთელების გზაზე დგას, მაგრამ არის რამდენიმე მძიმე პაციენტი, რომლებსაც ექიმების განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.

თბილისი, 6 აპრილი – Sputnk. კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმეტესობა ქვეყანაში უკვე შიდა გადაცემებს უკავშირდება.

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის თბილისის კლინიკაში ამ ეტაპზე ორი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 188-მდე გაიზარდა>>

ამჟამად აღნიშნულ კლინიკაში ინფიცირებული 10 პაციენტი მკურნალობს.

„ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს 32 პაციენტი, აქედან COVID-19 დადასტურებული აქვს 10 პაციენტს, საიდანაც ორი ახალი შემთხვევაა. დადასტურებული დიაგნოზით მყოფი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთია მძიმე და საყურადღებო. ამ 10 პაციენტიდან ოთხის შემთხვევაში მიმდინარეობს განმეორებითი კვლევა გამოჯანმრთელების დასადასტურებლად“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

მისი თქმით, ორი ახალი პაციენტი არის ქვეყანაში შიდა გავრცელების ფაქტი. ამჟამად შესწავლილია მათი დაინფიცირების წყარო, თუმცა კლასტერები ძალიან აირია და სამედიცინო პერსონალისთვის ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, აღნიშნა სოლოღაშვილმა.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, იქ პაციენტების უმრავლესობას აღენიშნება პნევმონია, ორს – მძიმე ფორმით, განუცხადა ჟურნალისტებს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, ხოლო ოთხის – დასტაბილურდა.

„ამ ეტაპზე გვიწევს 38 პაციენტი და გაწერილი გვყავს უკვე 29 პაციენტი. ამ 38 პაციენტიდან დიდ ნაწილს პნევმონია აქვს. პნევმონიებს შორის, როგორც იცით, ერთი გვყავს კრიტიკული, რომლის სტაბილიზება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. გვყავდა ოთხი მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობაც უკვე სტაბილურია და დაგვემატა გუშინ შემოსული პაციენტებიდან ორი კიდევ მძიმე პნევმონიით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ქუთაისში ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მხოლოდ შვილთან ჰქონდა კონტაქტი>>

საქართველოში 6 აპრილს კორონავირუსის კიდევ 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამგვარად, ამ დროისთვის ინფიცირებულია 188 ადამიანი, აქედან განიკურნა 36, გარდაიცვალა – 2. კარანტინში იმყოფება 5056 ადამიანი, ხოლო მეთვალყურეობის ქვეშაა 386 პაციენტი.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები