საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 188-მდე გაიზარდა

© Pixabay / DarkoStojanovicექიმი
ექიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
4 აპრილს ცნობილი გახდა კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის შესახებ. ეს იყო 79 წლის ქალი. 5 აპრილს კი გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა – გარდაიცვალა 81 წლის ქალი. ორივეს თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 188-ს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge

ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 36 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5056, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 386 პაციენტია.

4 აპრილს ცნობილი გახდა კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის შესახებ. ეს იყო 79 წლის ქალი. 5 აპრილს კი გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა – გარდაიცვალა 81 წლის ქალი. ორივეს თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება.

31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0