Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მასშტაბური დეზინფექცია – საქართველოში კორონავირუსს ებრძვიან

© Sputnik / Alexander Imedashviliქუჩების დეზინფექცია
ქუჩების დეზინფექცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სადეზინფექციო ღონისძიებები უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ტარდება და კორონავირუსის გავრცელების რისკის მინიმუმადე შემცირებას ისახავს მიზნად.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აქტიურად ხორციელდება ქალაქებში ქუჩებისა და ბაზრების ტერიტორიების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება. 

სადეზინფექციო სამუშაოები - Sputnik საქართველო
თბილისის ქუჩებში სპეციალური ხსნარით სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება

თბილისში გუშინ, გვიან ღამით წერეთლის გამზირზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს „თბილსერვის ჯგუფისა“ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა.

„სადეზინფექციო სამუშაოებს გავაგრძელებთ მთელი ქალაქის მასშტაბით ყველა იმ ქუჩაზე, რომელიც არის ხალხმრავალი. ვაგრძელებთ ქუჩების დამუშავებას შესაბამისი ხსნარებით. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერისთვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური „თბილსერვისთან“ ერთად მონაწილეობს ქუჩების დამუშავებაში. ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ყველა თანამშრომელს“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც ქუჩების დეზინფექციის პროცესს ადგილზე გაეცნო.

წერეთლის გამზირამდე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა პეკინის გამზირზე, კოსტავას და მელიქიშვილის ქუჩებზე, ჰუალინგის ტერიტორიაზე, ქავთარაძის ქუჩაზე, ყაზბეგის გამზირზე და გლდანში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე (ბაზრის ტერიტორია). 

უთო - Sputnik საქართველო
დააუთოვეთ ფული: იმნაძე მოსახლეობას კუპიურების დეზინფექციის გზებს სთავაზობს

სპეციალური ხსნარით მუშავდება არა მარტო გზის სავალი ნაწილი, არამედ ტროტუარები, ველობილიკები, პანდუსები.

დედაქალაქის მსგავსად სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება რეგიონებშიც. გზის მორეცხვის სამუშაოები ფოთის ცენტრალურ ქუჩებში უკვე ჩატარდა და იგი ეტაპობრივად ყველა რაიონს მოიცავს. სამუშაოს გაეცნო ქალაქის მერი გოჩა კურდღელია.

ქუჩების გარდა დეზინფექცია ტარდება აგრარული ბაზრების ტერიტორიებზე. ფოთის ბაზრის ადმინისტრაციამ დაიწყო ფულის ნიშნების დეზინფექცია სადეზინფექციო ხსნარისა და ცხელი უთოს გამოყენებით.

ბაზრის შესასვლელთან მისული მომხმარებელი ნაღდ ფულს აბარებს, რომელსაც სპეციალისტები დეზინფექციას უტარებენ – მონეტები ანტისეპტიკურ ხსნარში მუშავდება, ხოლო ქაღალდის კუპიურები ცხელი უთოთი უთოვდება და ასე უბრუნდება მფლობელს.

გარდა ამისა, ბაზრის ყველა მომხმარებელს ტერიტორიაზე შესვლის წინ თერმოსკრინინგი უტარდება და ურიგდება ხელთათმანები. აუცილებელი პირობა დისტანციის დაცვაა.

ყველა ახალი ამბავი
0