თბილისის ქუჩებში სპეციალური ხსნარით სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება

© photo: courtesy of Tbilisi City Hallსადეზინფექციო სამუშაოები
სადეზინფექციო სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქში სადეზინფექციო ღონისძიებები უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ტარდება და კორონავირუსის გავრცელების რისკის მინიმუმადე შემცირებას ისახავს მიზნად.

თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დედაქალაქის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2

ლაბორატორია. კორონავირუზე ტესტების შესწავლა  - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა

3 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 148-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 27. საკარანტინო რეჟიმში 5 550 პირი რჩება, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 281 პაციენტია.

თბილისის მასშტაბით გზის მორეცხვის სამუშაოები სამ ადგილზე – პეკინის, კოსტავასა და რუსთაველის გამზირებზე ჩატარდა. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან ერთად დავიწყეთ ქუჩების დამუშავება შესაბამისი ხსნარებით. ამ დროისთვის სამ ლოკაციაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სადეზინფექციო სამუშაოები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული პრეპარატებით, ხოლო სამუშაოების ჩატარების ლოკაციები და განრიგი თბილისის მერიასთან შეთანხმებით ხორციელდება.

მისი განცხადებით, აღნიშნული სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება. სპეციალური სადენზინფექციო ხსნარით დამუშავდება ყველა ის ქუჩა, სადაც არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, მეტროს ჩასასვლელები, ხალხმრავალი ადგილები და ღია სივრცეები, სადაც მოსახლეობა მეტ-ნაკლებად მოძრაობს.

დედაქალაქში სადეზინფექციო ღონისძიებები უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ტარდება და კორონავირუსის გავრცელების რისკის მინიმუმადე შემცირებას ისახავს მიზნად.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 21 აპრილამდე გაგრძელდება.

31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმიც მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

ხელისუფლება ცდილობს შეაკავოს კორონავირუსის გავრცელება და სოციალური იზოლაციის ხელშეწყობისთვის პერიოდულად ახალ-ახალ შეზღუდვებს აწესებს. სოციალურ ქსელებში აქტიურია მოძრაობა „დარჩი სახლში“.

 

ყველა ახალი ამბავი
0