00:35 04 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)
114 0 0

პრემიერის შეფასებით, საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობა მძიმდება, რამდენადაც ინფექციის გავრცელების ტემპი იზრდება.

თბილისი, 3 აპრილი – Sputnk. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა, ორი დღის განმავლობაში შეამოწმოს, რამდენად არის მზად ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორის ყველა ძირითადი კლინიკა ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით. ამის შესახებ პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში 148-მდე გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელდა 27, კარანტინის რეჟიმში მყოფთა რიცხვია – 5392, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 319 პაციენტია.

„სამწუხაროდ, დღეს გვაქვს კორონავირუსის 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გუშინ გვქონდა 15. აშკარაა, სიტუაცია, გარდა იმისა, რომ მძიმდება, ამასთან ერთად ტემპიც სულ უფრო და უფრო სწრაფი ხდება. შესაბამისად, ძირითადი დატვირთვა გადადის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორზე“, – განაცხადა გახარიამ.

კვირის ბოლოდან ექიმთან კონსულტაცია 112–ზე დარეკვით იქნება შესაძლებელი>>

მთავრობის მეთაურმა მოითხოვა დეტალური ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენად არის მზად „ცხელი ხაზი“ ვირუსთან ბროლის კუთხით.

„ჩვენ გვყავს დაახლოებით 1200 სოფლის ექიმი და დაახლოებით 2 000 ოჯახის ექიმი. შესაბამისად, სად არიან ეს ადამიანები, რას აკეთებენ, რამდენად არიან მზად და როგორ არის გაშლილი ეს ინფორმაცია. პირველ რიგში, ამ ადამიანების ტრენინგები და მათი მზადყოფნა ცხელებასთან გამოწვეული პრობლემების გამკლავებაში“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა. 

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)

მთავარი თემები