კვირის ბოლოდან ექიმთან კონსულტაცია „112“-ზე დარეკვით იქნება შესაძლებელი

© Sputnik / Alex Shlamovმამაკაცი პირბადით
მამაკაცი პირბადით - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვალიფიციური ექიმები პაციენტებს არა მხოლოდ კონსულტაციებს გაუწევენ დისტანციურად, არამედ ასევე თვალს მიადევნებენ მათი მდგომარეობის დინამიკას და გადაწყვეტენ მათი ჰოსპიტალიზაციის საკითხს.

თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. ამ კვირის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეები „112“-ზე დარეკვით შეძლებენ ტელეფონით მიიღონ ექიმის კონსულტაცია, დაგეგმონ ვიზიტი ექიმთან ან სტაციონარში, განაცხადა ბრიფინგზე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, დისტანციურ სერვისში თბილისში უკვე ოთხი კლინიკაა ჩართული.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: კორონავირუსთან ბრძოლა - ეს არის ომი უხილავ მტერთან

„დამატებული არის 21 კლინიკა როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რეგიონებში, რაც საშუალებას მოგვცემს, უზრუნველვყოთ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა შემომავალი ზარი. დღეს მიმდინარეობს ამ ზარების განხორციელების საბოლოო ტესტირება. კვირის ბოლოდან ჩვენს პაციენტებს, ყველას მიეცემა საშუალება, მიმართონ „112“-ს, გაიარონ კონსულტაციები და შესაბამისად დაგეგმონ შემდგომი ვიზიტი – როგორც ექიმთან, ასევე სტაციონარში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებსაც დაავადება მსუბუქ ფორმაში ექნებათ, სახლში დისტანციურად უმკურნალებენ.

პაციენტი კორონავირუსით შეიძლება იყოს ინფიცირებული, თუ აღენიშნება მომატებული ტემპერატურა, ხველება, გართულებული სუნთქვა, და თუ სიმპტომების გამოჩენამდე 14 დღის პერიოდში ცხოვრობდა ან იმყოფებოდა კორონავირუსის გავრცელების მხრივ მაღალის რისკის ქვეყანაში. ან, ასევე, აღენიშნება ზემოაღნიშნული სიმპტომები და ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულ ან შესაძლო ინფიცირებულ ადამიანთან.

ეპიდემიოლოგის პროგნოზი ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მასშტაბების შესახებ>>

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 148 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელდა 27, კარანტინშია 5550, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 281 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0