12:47 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (852)
1909 0 0

საქართველოში მუშაობა აეკრძალა ალკოჰოლური პროდუქციით მოვაჭრე სპეციალიზებულ მაღაზიებს, ბარებიდან და რესტორნებიდან კი მხოლოდ კერძების გამოწერაა შესაძლებელი

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. მთავრობამ განსაზღვრა იმ საწარმოების სია, რომელთაც საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მუშაობის უფლება ეძლევათ.

საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 მარტს გამოცხადდა. 31 მარტიდან ამოქმედდა კარანტინის რეჟიმი და ახალი შეზღუდვები.

მთავრობის დადგენილების თანახმად, მუშაობის უფლება ამ პერიოდში აქვთ: სამედიცინო დაწესებულებებს, აფთიაქებს, სურსათის მაღაზიებს, ზოომაღაზიებს, ვეტერინარულ აფთიაქებს, პესტიციდების და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების მაღაზიებს. ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის მწარმოებელ ორგანიზაციებს.

მუშაობის უფლება აქვთ ასევე: წისქვილებს, პურ-ფუნთუშეულის საცხობებს, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოებს.

კარანტინის პერიოდში მუშაობას გააგრძელებენ ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ: ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოება/გადაცემა/განაწილება/მიწოდებას, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებას.

საქართველო საკარანტინო ზონების გაზრდისთვის მზადაა >>

ნებადართულია კომერციული ბანკების საქმიანობა; იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით.

მუშაობის უფლება აქვთ ტაქსებს (M1 კატეგორია), საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურების კომპანიებს (ე.წ. „დელივერი სერვისი“).

ნებადართულია ასევე კერძო დაცვითი საქმიანობა; საადვოკატო საქმიანობა; ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობა; პრესის ჯიხურების საქმიანობა.

მიუხედავად იმისა, რომ სურსათის მაღაზიებს მუშაობის უფლება აქვთ, საქართველოში დროებით აიკრძალა ალკოჰოლური პროდუქციისა და ღვინის მაღაზიების მუშაობა.

რაც შეეხება რესტორნებსა და ბარებს, მათი კერძების დაგემოვნება მხოლოდ გამოწერითაა შესაძლებელი.

დანარჩენი საწარმოები მუშაობის შემთხვევაში 15 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (852)

მთავარი თემები