საქართველოში პაციენტების ონლაინ-კონსულტაციას ოჯახის ექიმები უზრუნველყოფენ

© Sputnik / Shota Nozadzeსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სისტემა უკვე მუშაობს თბილისში, უახლოეს მომავალში კი მისი გაფართოება და რეგიონებში დანერგვა იგეგმება.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობა ექიმების კონსულტაციის მიღებას ონლაინ-რეჟიმში შეძლებს, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე.

პროგრამაში 100 ექიმი უკვე მონაწილეობს და ორი კვირის განმავლობაში მათი რიცხვი 200-მდე გაიზრდება.

„დღეს თბილისში ეს სისტემა უკვე მუშაობს და მოსახლეობას შეუძლია „112“-ზე კვლავ დარეკოს, ზარი თბილისის ოჯახის ექიმებთან გადამისამართდება“, – განაცხადა გაბუნიამ.

სისტემა უკვე მუშაობს თბილისში, უახლოეს მომავალში კი მისი გაფართოება და რეგიონებში დანერგვა იგეგმება.

 

ყველა ახალი ამბავი
0