00:53 25 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (852)
94 0 0

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. საქართველოში დღეს, 21:00 საათიდან კომენდანტის საათი ამოქმედდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

დგებუაძე: სემესტრი შედგება და მოსწავლეები მომდევნო კლასში გადავლენ >>

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო,  31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა.

კომენდანტის საათი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, 21 აპრილამდე იმოქმედებს და ის გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. კერძოდ, 21:00 საათიდან როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე იკრძალება.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობას მოუწოდა, დაიცვან შეზღუდვები, რომელიც დღეს, 21:00 საათიდან ძალაში შევიდა.

„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც დღეს, საღამოს ცხრა საათიდან ამოქმედდება და იმოქმედებს დილის 6 საათამდე, ასე იქნება მთელი საგანგებო პერიოდის განმავლობაში. გთხოვთ,  დაიცვათ ეს რეჟიმი, გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმები“,  – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმები, რომელიც გულისხმობს ფიზიკურ პირებზე 3 ათას ლარიან ჯარიმას, ხოლო იურიდიულზე -  15 ათას ლარიან ჯარიმას.  ხოლო იმავე ქმედების განმეორების შემთხვევაში, გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

კომენდანტის საათის დროს შეზღუდვები არ ეხება მხოლოდ სატვირთო მანქანებს და იმ სუბიექტების სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა საქმიანობაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მაგალითად, ისეთი, როგორიც არის პოლიცია, სამხედროები, წინასწარ განსაზღვრული სამედიცინო მანქანები და სხვა.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 31 მარტისთვის >>

მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს, ქალაქში გადაადგილებისას, უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

31 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 110-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 21, კარანტინში იმყოფება 4995 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 278 პაციენტია.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (852)

მთავარი თემები