ბავშვების მიერ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის მშობლები დაჯარიმდებიან

© AFP 2024 / NHAC NGUYENბავშვები ქუჩაში კორონავირუსის პანდემიის დროს
ბავშვები ქუჩაში კორონავირუსის პანდემიის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ მშობლებს ზედმეტი, თან სოლიდური ხარჯის გაწევა არ უნდათ, ბავშვებს სერიოზული ყურადღება უნდა მიაქციონ საგანგებო რეჟიმის მოქმედების დროს.

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თუ 16 წლამდე ასაკის ბავშვი საგანგებო მდგომარეობით დადგენილ წესებს დაარღვევს, ჯარიმის გადახდა მშობლებს მოუწევთ.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში: ბოლო 24 საათში რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოვლინდა>>

საქართველოში კორონავირუსის საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს. მაშინვე დაწესდა ჯარიმებიც წესების დამრღვევებისთვის 3 ათასი ლარი ოდენობით. 10 დღის შემდეგ მთავრობამ შეზღუდვების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

პოლიციელები და სამხედროები მარნეულის ბლოკპოსტზე - Sputnik საქართველო
საყოველთაო კარანტინის წესებს პოლიცია აკონტროლებს

უკვე 31 მარტიდან, მთავრობის გადაწყვეტილებით, თუ 16 წლამდე ასაკის ბავშვი საგანგებო მდგომარეობით დადგენილ წესებს დაარღვევს, ჯარიმის გადახდა მშობლებს მოუწევთ.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ხატია მეზვრიშვილმა განმარტა, არასრულწლოვანთა შეზღუდვები ეხება ასევე ავტომობილებით მგზავრობასაც.

„უნდა გადავადგილდეთ და ისე უნდა დავგეგმოთ ეს პროცესი, რომ მანქანაში სამზე მეტი ადამიანი არ იჯდეს მძღოლის ჩათვლით. საუბარია ნებისმიერი ასაკის ბავშვზე“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

სამხედროები ბლოკპოსტზე მარნეულში - Sputnik საქართველო
საქართველოში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა

ამ მხრივ შეღავათი არ იქნება არც მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, აღნიშნა მეზვრიშვილმა.

საგანგებო მდგომარეობის პირობებში საქართველოში აკრძალულია სამ ადამიანზე მეტის შეკრება ნებისმიერ ადგილზე, გარდა მაღაზიებისა და აფთიაქებისა. აქაც აუცილებლად უნდა იყოს დაცული ორმეტრიანი დისტანცია. შეზღუდვები ეხება როგორც მოზრდილებს, ისე ბავშვებს.

ამასთან, ქვეყანაში 21:00-დან 06:00 საათამდე მოქმედებს კომენდანტის საათი. ამ დროს იკრძალება როგორც ავტომობილების, ისე ქვეითად მოსიარულეების გადაადგილება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა>>

როდესაც კომენდანტის საათი არ მოქმედებს, მოქალაქეებს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ ახლომდებარე მაღაზიასა და აფთიაქში გასვლა, მხოლოდ თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

ყველა ახალი ამბავი
0