საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პიკს შეიძლება თავი აარიდოს

© Sputnik / Alex Shlamovტურისტები პირბადეებით
ტურისტები პირბადეებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმის წყალობით, რომ ინფექციონისტებმა ინფიცირების პრაქტიკულად ყველა წყაროს დადგენა მოახერხეს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული სიტუაცია კონტროლდება.

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. საქართველომ, შესაძლოა, არც მიაღწიოს კორონავირუსის გავრცელების პიკს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დროისთვის არის ინფორმაცია ინფიცირების ყველა წყაროს შესახებ და კონკრეტულად რას უკავშირდება თითოეული კონკრეტული შემთხვევა.

დედაქალაქის მოსახლეობა კორონავირუსისგან თავს ნიღბების საშუალებით იცავს - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა

„რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რომელი კლასტერი როდის ემატება, ეს იმას ნიშნავს, რომ კონტროლდება ყველა კლასტერი. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, ყველა შემთხვევა ვიცით რასთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება იმას, თუ როდის ველოდებით პიკს, სხვადასხვა მოდელი ამბობს, რომ თუ არაფერს გავაკეთებთ, პიკი მოსალოდნელია პირველი შემთხვევის გამოვლენიდან მეშვიდე-მერვე კვირაში. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ არის ძალიან აქტიური სოციალური დისტანცირება, მთელი რიგი ღონიძიებები, ამიტომ მეშვიდე-მერვე კვირის პიკი, დიდი ალბათობით, გადავადდება და, შესაძლოა, არც არასოდეს მივიღოთ ეს პიკი“, – განაცხადა გაბუნიამ.

მთავრობის მიზანი სწორედ ის იყო, რომ ინფიცირების შემთხვევები გაზრდილიყო არა მკვეთრად, არამედ ეტაპობრივად. ხოლო საუკეთესო სცენარი, გაბუნიას აზრით, არის ის, როდესაც ინფიცირების შემთხვევების ზრდა ეტაპობრივად ხდება.

ცერცვაძე: უახლოეს დღეებში ინფიცირებულთა მნიშვნელოვანი მატება იქნება>>

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 73 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 9 გამოჯანმრთელდა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 055 ადამიანი, ხოლო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში ერთი თვით გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტს – კარანტინი მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში. მარნეულში გამოვლინდა კორონავირუსით დაავადებული ქალი, რომლის დაინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

ყველა ახალი ამბავი
0