საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა

© Sputnik / Alex Shlamovდედაქალაქის მოსახლეობა კორონავირუსისგან თავს ნიღბების საშუალებით იცავს
დედაქალაქის მოსახლეობა კორონავირუსისგან თავს ნიღბების საშუალებით იცავს - Sputnik საქართველო
გამოწერა
25 მარტის მონაცემებით, საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ – 252.

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 73-ს მიაღწია.

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 9, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 252 პაციენტია. 

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოაცხადა.  

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე საკარანტინო ზონაში იქნება გადაყვანილი. 

ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების დიდი ნაწილი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 მარტიდან საქართველოს ტერიტორიაზე  შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა, საქალაქთაშორისო ავტობუსებით მგზავრობა, ასევე შიდა ავიამიმოსვლა, ხოლო А პუნქტიდან B პუნქტში გადაადგილება მხოლოდ პირადი ტრანსპორტით იქნება შესაძლებელი. შეზღუდვა არ ეხება სატვირთო გადაზიდვებს.

საქართველომ 20 მარტიდან ავიაფრენები მსოფლიოს ყველა მიმართულებით შეაჩერა. ფრენებს განახორციელებს მხოლოდ კომპანია Georgian Airways, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოიყვანს.

20 მარტიდან საქართველოში დროებით დაიხურა ყველა სავაჭრო ობიექტი. იმუშავებენ აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები, ზოომაღაზიები, საწყობები, აგრარული ბაზრები, ცხოველთა ბაზრები, სასუქის მაღაზიები, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები, ასევე ბენზინგასამართი სადგურები. 

აიკრძალა კაფეებისა და რესტორნების მუშაობა, დაკეტილია აბანოები, სპორტდარბაზები და ა.შ., გაუქმდა სამარშრუტო ტაქსების მუშაობა როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.

გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება. 

ყველა ახალი ამბავი
0