17:06 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (852)
9775 0 0

24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 70 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 9.

თბილისი, 24 მარტი - Sputnik. ჩემი პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მნიშვნელოვანი მატება იქნება, შესაძლოა ერთ, ორ და სამ კვირაში, განაცხადა  თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ.

ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია დაიწყო >>

24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 70  ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 9. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4055, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანია.

ცერცვაძემ არ გამორიცხა, რომ მატება ყოველდღიურად ორნიშნა ციფრითაც იყოს, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მაჩვენებლებით როგორც აქამდე, მომავალშიც დიდ დისტანციაზე იქნება ევროპული ქვეყნების მონაცემებთან.

„ჯერ ყოველდღიურად მატება მხოლოდ ერთნიშნა იყო. შეიძლება, ორციფრიანზე ავიდეთ, სამციფრიანს კი, მე პირადად არ ველოდები. თუმცა შეუძლებელი არაფერია“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მან სავარაუდო ლეტალურ შემთხვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ასეთ კარგ იზოლაციაში ვერ დავრჩებით, რომ არცერთი გარდაცვლილი არ გვყავდეს.

„ასევე ჩემი პროგნოზია ერთი მკაფიო რამ, ჩვენ რაოდენობით საკმაოდ სოლიდურ დისტანციაზე მივყვებოდით დანარჩენ მსოფლიოს და დანარჩენ ევროპას, ჩემი რწმენა და შეიძლება, სურვილია, რომ როცა პიკი იქნება და შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, არ მივაღწევთ ევროპის ქვეყნების დონეს, სადაც კატასტროფული სიტუაციაა. მას ისევ სოლიდურ დისტანციაზე გავყვებით. ანუ იქ თუ პიკი იყო ათასები, ჩვენთან პიკი ასეულები იქნება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 22 მარტს – კარანტინი მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში. მარნეულში გამოვლინდა კორონავირუსით დაავადებული ქალი, რომლის დაინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (852)

მთავარი თემები