პანდემიის დროს უმუშევრად რომ არ დარჩეთ – საქართველოს პროფკავშირები რჩევებს იძლევა

© Sputnik / Vladimir Umikashviliადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით  - Sputnik საქართველო
გამოწერა
კარანტინი, თვითიზოლაცია, დახურული დაწესებულებები, თეატრები, მაღაზიები, კვების ობიექტები – ეს უმუშევრად დარჩენილი ათეულობით ათასი ადამიანია.

თბილისი, 20 მარტი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის დროს დამსაქმებლებს უფლება არ აქვთ, გაათავისუფლონ ან აუნაზღაურებელ შვებულებაში გაუშვან თანამშრომლები, აცხადებს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები და მოქალაქეებს შრომის უფლებებს შეახსენებს. 

მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
საქართველოში ჩამოსული ყველა მოქალაქე საკარანტინო ზონაში იქნება გადაყვანილი

ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც საქართველო კორონავირუსის პანდემიის გამო განიცდის, რიგით მოქალაქეებზე აისახება. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში იხურება კომპანიები, ბარები და რესტორნები, ღამის კლუბები, სილამაზის სალონები, ფიტნეს-ცენტრები და სხვ.

საქართველოს იმ დასაქმებული მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებიც კორონავირუსის პერიოდში უმუშევრად დარჩნენ ან მუშაობენ, მაგრამ მათი უფლებები ირღვევა დამსაქმებლების მხრიდან ხელფასების შემცირებით ან ზეგანაკვეთური აუნაზღაურებელი შრომით, გაერთიანებული პროფკავშირები მათ უფლებებს შეახსენებს.

შექმნილი ვითარების მიუხედავად, როგორც პროფკავშირები ირწმუნებიან, ყველა დასაქმებულმა ხელფასი დროულად უნდა მიიღოს.

„საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებელს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ნების საფუძველზე ხელფასის ოდენობის ცვლილების უფლებამოსილება არ გააჩნია, მიუხედავად იმისა, აღნიშნული გათვალისწინებულია თუ არა ხელშეკრულებით. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0,07% გადაუხადოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

დამსაქმებელს ასევე არ შეუძლია დასაქმებულის თანხმობის გარეშე მისი გაშვება აუნაზღაურებელ შვებულებაში ან მისი გათავისუფლება ყოველგვარი მიზეზის გარეშე. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ყველა ჩვენი მოქალაქე უნდა იყოს მზად

„შრომის კოდექსის 37(1)„ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. ეკონომიკური გარემოებების არსებობისას ან საწარმოს რეორგანიზაციის დროს უნდა შემოწმდეს, მაგალითად, შტატების შემცირების აუცილებლობა, შემოსავლის კლება“, – ნათქვამია განცხადებაში.  

ამ საფუძვლით თანამშრომლის გათავისუფლების შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია, ამის შესახებ გააფრთხილოს დასაქმებული ერთი თვით ადრე და გადაუხადოს ერთი თვის კომპენსაცია, ან გააფრთხილოს, სულ მცირე, 3 დღით ადრე და გადაუხადოს 2 თვის კომპენსაცია.

კანონით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

პროფკავშირები მხარეებს მოუწოდებს, ურთულეს ვითარებაში იმოქმედონ მხოლოდ ურთერთშეთანხმების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს როგორც დამსაქმებლების, ისე დასაქმებულების, ასევე საზოგადოების ინტერესებს.

საქართველოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი. 1925 ადამიანი კარანტინში იმყოფება, 271 მოქალაქე – ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

ყველა ახალი ამბავი
0