საქართველოს საზღვარზე სატვირთო ავტომობილებისთვის ახალი წესები შემოიღეს

© photo: Sputnik / Stringerსატვირთო
სატვირთო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სატვირთო ავტომობილები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიას ტრანზიტულად კვეთენ და კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნიდან საზღვარზე გამშვებ პუნქტამდე მოდიან, სპეციალურ გაცილებას ექვემდებარებიან.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოში შემოსულ ტრანზიტულ ტვირთებს გააცილებენ, ქვეყანაში შემოტანილ ტვირთებს კი შეამოწმებენ, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ კორონავირუსის გამო სატვირთო ავტომობილებისთვის შემოღებულ ახალ წესებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში

სატვირთო - Sputnik საქართველო
მძღოლის ჩანაცვლება და დეზინფექცია: კორონავირუსის გამო საქართველოში ტრანზიტის ახალი წესებია

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევაა დაფიქსირებული. ეპიდემიოლოგები ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას ვარაუდობენ.

შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკაცრდება იმ ავტომობილების კონტროლი, რომლებიც 14 დღით ადრე იმყოფებოდნენ კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში – ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანში, ავსტრიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ნორვეგიაში, შვეიცარიაში, ესპანეთში, დანიაში.

კერძოდ, სატვირთო ავტომობილებს, რომლებიც ამ ქვეყნებში იმყოფებოდნენ და საქართველოს ტერიტორიას ტრანზიტულად კვეთენ,  ქვეყნის შიგნით გააცილებენ მომდევნო საკონტოლო–გამშვებ პუნქტამდე.

თუ ისინი საქართველოში საქონლის შემოტანაზე მუშაობენ, მაშინ განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ჩანაცვლება სხვა ფიზიკური პირით, რომელიც არ განეკუთვნება რისკ-ჯგუფს. გარდა ამისა, მოხდება ავტომობილის დეზინფექცია, თავად მძღოლი კი, თუ ის უცხოელია, იმ ქვეყანაში დაბრუნდება, საიდანაც ჩამოვიდა, ხოლო თუ საქართველოს მოქალაქეა – კარანტინში გადაიყვანენ. ასევე სატვირთოებს შეუცვლიან გამწევს, თავდაპირველ გამწევს კი დეზინფექცია ჩაუტარდება. 

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერი: არ არის პანიკის საფუძველი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არის დამშვიდების საფუძველი

თუ მძღოლის სხვა პირით ჩანაცვლება შეუძლებელი გახდება, მაშინ ავტომობილი უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში გადაადგილდება გაცილებით და საქონელი სხვა სატრანსპორტო საშუალებაში გადაიტვირთება.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე კარანტინში იმყოფება.

ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი.

დახურულია კაფე-ბარები და რესტორნები, აბანოები, სპორტული დარბაზები და ა.შ. არ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები. მთავრობამ სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მუშაობენ ასევე ავტოგასამართი სადგურები და ბანკები.

გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

ყველა ახალი ამბავი
0