თბილისი, 18 მარტი – Sputnik. ის მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსის სიმპტომები მსუბუქ ფორმაში ექნებათ, სახლში დარჩენას შეძლებენ, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 38–ს მიაღწია >>
„იცით, რომ 80-დან 82 პროცენტამდე შემთხვევებში ვირუსის მიმდინარეობა არის მსუბუქი და სწორედ ისეთი პაციენტები, რომლებსაც ექნებათ მსუბუქად გამოვლენილი ფორმები, ოჯახის ექიმის მომსახურებას მიიღებენ სახლში“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, კვირის ბოლოს შეიძლება უკვე ამოქმედდეს მოსახლეობის აგრესიული ტესტირება, რომელიც წარმატებით იყო აპრობირებული სამხრეთ კორეაში.
18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დამტკიცებული 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი, კარანტინში იმყოფება 1344 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 216 პაციენტია.
კორონავირუსის გამო ქვეყანა ცხოვრების ახალ რეჟიმზე გადავიდა.
ახალი წესები კვების ობიექტებისთვის>>
საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ აკრძალვებსა და შეზღუდვებს გაეცანით აქ.