ახალი წესები კვების ობიექტებისთვის

© Sputnik / Alexander Imedashviliპროდუქტების სწრაფი მიტანის სერვისი Glovo
პროდუქტების სწრაფი მიტანის სერვისი Glovo - Sputnik საქართველო
გამოწერა
საყოველთაო თვითიზოლაციის პირობებში საზოგადოებრივი კვების ბევრი ობიექტი სახლში მიტანის სერვისზე გადავა, ამიტომ მათთვის მუშაობის განსაკუთრებული წესები დგინდება.

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით კვების ობიექტებისთვის ახალი წესები ამოქმედდება, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ბაზარი - Sputnik საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს მკაცრ რეკომენდაციებს აძლევს

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც პრემიერი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს, ახალი წესები კვების ყველა ობიექტს შეეხება. ესენია რესტორნები, კაფე-ბარები, სასადილოები, სარიტუალო დარბაზები და სხვ.

ამ დროისთვის ამ დაწესებულებებს მუშაობა მხოლოდ ე.წ. მიტანის სერვისის პირობებში შეუძლიათ. იზღუდება ასევე სასტუმროებში არსებული კვების ობიექტების ფუნქციონირება.

ახალი წესებით, მიწოდებისთვის განკუთვნილი საკვების მომზადების დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები:

  • ტემპერატურული რეჟიმი პროდუქტების გაგრილების, გაყინვის ან თერმული დამუშავების დროს
  • პერსონალმა უნდა გამოიყენოს ერთჯერადი ნიღბები, ქუდები, ხელთათმანები, ხშირად იბანოს ხელები საპნითა და წყლით
  • დაბანის შემდეგ ხელები შეიმშრალოს ერთჯერადი ხელსაწმენდით, მოხდეს ქაღალდის დეზინფიცირება 70% სპირტის შემცველობის ხსნარით
  • ამგვარ დაწესებულებებში ხშირად უნდა გაირეცხოს და დეზინფექცია ჩაუტარდეს ზედაპირებსა და ინვენტარს, რომლებსაც პროდუქტები ეხება
  • მუშაობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა შემოწმდეს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ხველება, ტემპერატურა, გართულებული სუნთქვა). 

სარესტორნო ბიზნესის თანამშრომლებს უხელფასო შვებულებებში გაუშვებენ

შეკვეთის მიწოდებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები:

  • პერსონალი, რომელსაც შეკვეთა მიაქვს მომხმარებელთან, აღჭურვილი უნდა იყოს ერთჯერადი ნიღბებითა და ხელთათმანებით
  • პროდუქტები უნდა განთავსდეს სპეციალურ ერთჯერად კონტეინერში
  • რაც შეეხება მრავალჯერადი გამოყენების კონტეინერებს, ისინი ყოველი გამოყენების შემდეგ კარგად უნდა გაირეცხოს და შემდეგ დეზინფექცია ჩაუტარდეს.
  • პროდუქციის ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იყოს ტემპერატურული რეჟიმი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დამტკიცებული 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინში იმყოფება 1130 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 81 პაციენტია.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტი: დღეს გახდება ცნობილი, გველოდება თუ არა ეპიდემია>>

საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ აკრძალვებსა და შეზღუდვებს გაეცანით აქ.

ყველა ახალი ამბავი
0