21:40 04 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6021
  • 100 RUB4.1678
  • USD3.0719
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)
23120

14 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ  30 ადამიანს მიაღწია. აღნიშნული ფაქტის ფონზე მოსახლეობაში შიში გაჩნდა, რომ მაღაზიების დახლებიდან პროდუქტები გაქრება და ფასები გაიზრდება

თბილისი, 14 მარტი – Sputnik. მთავრობის ინფრასტრუქტურა მზად არის, მოგეხმაროთ, ოღონდ პროდუქტი უნდა იყოს თაროზე თავის დროზე საკმარისი რაოდენობით და შესაბამისი ფასით, განუცხადა საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებს დღეს გამართულ შეხვედრაზე.

ცქიტიშვილი: ყველა სავაჭრო ქსელი უზრუნველყოფილია რამდენიმეთვიანი მარაგით>>

14 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ  30 ადამიანს მიაღწია. აღნიშნული ფაქტის ფონზე მოსახლეობაში შიში გაჩნდა, რომ მაღაზიების დახლებიდან პროდუქტები გაქრება და ფასები გაიზრდება.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  დღეს ქვეყანაში დეფიციტური მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს.

„ეს აჟიოტაჟური მოთხოვნა მე დღეს შემიძლია დავუკავშირო ორ რამეს: პირველი – შაბათ-კვირაა და მეორე – არის მოლოდინი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების, რისიც არანაირი საფუძველი დღეის მდგომარეობით ჩვენ არ გვაქვს, არ ვაპირებთ. ჩვენი ამოცანა დღეს მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ მაქსიმალურად დაგეხმაროთ. როგორც ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში, ასევე შემოსავლების სამსახურთან და ქსელებთან ურთიერთობებში“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრსა და სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ხაბაშვილმა განაცხადა, რომ ფასების ზრდა არ განიხილება, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, კომპანიას საკმარისზე მეტი მარაგები გააჩნია.

„მარაგები ამ დროისთვის ნამდვილად საკმარისზე მეტი გვაქვს. ისევე, როგორც ადგილობრივი სადისტრიბუციო კომპანიებიდან მიღებული, ასევე იმპორტირებული. გვაქვს რამდენიმე თვის საკმაოდ დიდი მარაგი ყველა მიმართულებით. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ნებისმიერი ტიპის მოთხოვნას და ნაკადს დავაკმაყოფილებთ“, - განაცხადა გიორგი ხაბაშვილმა.

ასევე, „ნიკორას“ გენერალური დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმა განაცხადა, რომ ახალი წლის დღეებშიც შეიძლება დაინახოთ დროებით ცარიელი თარო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი არ არის. მისი თქმით, არანაირი შიში და საფრთხე იმისა, რომ პროდუქტის ან ნედლეულის დეფიციტი იქნება, არ არსებობს.

პური შეფუთულ მდგომარეობაში უნდა გაიყიდოს – მომხმარებელთა ფედერაცია რეკომენდაციას გასცემს>>

„მარაგები საკმარისია, ვმუშაობთ დაძაბულ, მაგრამ ჩვეულებრივ რეჟიმში.  სინამდვილეში, არანაირი შიში და საფრთხე იმისა, რომ პროდუქტის ან ნედლეულის დეფიციტი იქნება, გამორიცხულია. მთავრობა ყოველდღიურ კავშირშია ჩვენთან, ქსელებთან, პულსზე უდევს ხელი, თუ რა პრობლემები გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი ბოქოლიშვილმა.

შეხვედრის შემდეგ, „სპარის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ უჩა უგულავამაც განაცხადა, რომ  არანაირი საფრთხე არ არსებობს არც მარაგების და არც ფასის ზრდის.

პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ანალოგიური განცხადებები გააკეთეს „აგროჰაბის“, „ორი ნაბიჯისა“ და „ევროპროდუქტის“ ხელმძღვანელმა პირებმაც.

ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს. სამინისტროები და უწყებები 24–საათიან  საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)

მთავარი თემები