ცქიტიშვილი: ყველა სავაჭრო ქსელი უზრუნველყოფილია რამდენიმეთვიანი მარაგით

© Sputnik / Alex Shlamovმოსახლეობა სუპერმარკეტებში სურსათის მარაგს იკეთებს
მოსახლეობა სუპერმარკეტებში სურსათის მარაგს იკეთებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში არ არის შეფერხება პროდუქტების და სურსათის მომარაგებასთან დაკავშირებით. ვაკონტროლებთ მუდმივ რეჟიმში, რომ ეს მარაგები იყოს უზრუნველყოფილი, აღნიშნა ვიცე–პრემიერმა

თბილისი, 14 მარტი – Sputnik. ჩვენს ქვეყანაში არ არის შეფერხება პროდუქტებისა და სურსათის მომარაგებასთან დაკავშირებით, განაცხადა ვიცე–პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო
საკოორდინაციო საბჭო:  სასურსათო პროდუქტების დეფიციტის საფრთხე არ არსებობს

14 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ  30 ადამიანს მიაღწია. ამასთან დაკავშირებით, მთავრობა რიგ პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს, მათ შორის, იზღუდება გადაადგილება მეზობელ ქვეყნებთან. აღნიშნულის ფონზე მოსახლეობაში შიში გაჩნდა, რომ მაღაზიების დახლებიდან პროდუქტები გაქრება.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ სურსათით მომარაგების პრობლემა ქვეყანაში არ არის და დღეს ის გამართავს შეხვედრას მაღაზიების ქსელების ხელმძღვანელებთან.

ვიცე–პრემიერის განცხადებით, შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ეკონომიკური გუნდი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, და სავაჭრო ქსელების ხელმძღვანელები.

„მარაგი არ გაქრება“ – ეკონომიკის მინისტრი მოსახლეობას მიმართავს>>

„მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის შეფერხება პროდუქტების და სურსათის მომარაგებასთან დაკავშირებით. ყველა სავაჭრო ქსელში არის უზრუნველყოფილი რამდენიმეთვიანი მარაგი... ვაკონტროლებთ მუდმივ რეჟიმში იმ ფაქტს, რომ ეს მარაგები ასევე იყოს უზრუნველყოფილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა ცქიტიშვილმა და დასძინა, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს პანიკისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0