06:59 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)
1724 0 0

შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლებს ურჩიეს, რომ არ გამოიყენონ ისეთი დამახასიათებელი სიტყვები, როგორიცაა „მომაკვდინებელი ვირუსი“, „სასიკვდილო დაავადება“, რათა საზოგადოებაში ხელოვნური პანიკა არ დაინერგოს

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. საქართველოს „წითელი ჯვრის“ საზოგადოების ორგანიზებით, სასტუმრო „ბილტმორში”, მედიის წარმომადგენლებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე, ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი პავლე ბეჟუაშვილი, ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მაია ბუწაშვილი და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბიოუსაფრთხოების და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის ბიოუსაფრთხოების სამმართველოს უფროსი, გელა მგელაძე.

განხილული იყო რისკ-კომუნიკაცია და უსაფრთხოების წესები.

„პირველ რიგში მოვერიდოთ მოგზაურობას იმ ქვეყნებში, სადაც ეს ვირუსია გავრცელებული. თუ დაგეგმილი გაქვთ წასვლა, რამენაირად უნდა შეცვალონ გეგმები, ადამიანები არ უნდა აყვნენ ისტერიას, გააგრძელონ ჩვეულებრივი ცხოვრება, არ უნდა მოიქციონ თავი იზოლაციაში და რაც მთავარია, არ უნდა ჩაიტარონ თვითმკურნალობა. თუ გვაქვს ტემპერატურა, უნდა მივიდეთ ექიმთან. ხშირი ხელების დაბანა აუცილებელია, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, მაგრამ არა ისე, რომ სკოლაში არ გაუშვათ ბავშვი და არ იარონ სამსახურებში“, - განმარტა მაია ბუწაშვილმა.

მისივე განმარტებით, პირბადე უფრო მეტად უნდა გამოიყენოს მან, ვისაც აქვს ინფექციური დაავადება, ანუ ამით სხვებს დაიცავს ვირუსისგან.

შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლებს ასევე ურჩიეს, რომ არ გამოიყენონ ისეთი დამახასიათებელი სიტყვები, როგორიცაა „მომაკვდინებელი ვირუსი“, „სასიკვდილო დაავადება“, რათა საზოგადოებაში ხელოვნური პანიკა არ დაინერგოს.

როგორც ნათია ლოლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“, საჭიროების შემთხვევაში, ახალი კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით, მზად არის საქართველოს გამშვებ პუნქტებზე გადამზადებული მოხალისეებით ჩაერთოს და დაეხმარონ მედპერსონალს.

„საქართველოს 39 ფილიალში უკვე მობილიზებული არიან „წითელი ჯვრის“ მოხალისეები, რათა გავრცელდეს ის ინფორმაცია რომელიც მოწოდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ჩვენი მოხალისეები მზად არიან თერმო სკრინინგში. მზად ვართ, გამშვებ პუნქტებზე ჩაერთოს თერმო სკრინინგში, თუ ამის საჭიროება იქნება“, - აღნიშნა ნათია ლოლაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა დაავადებული საქართველოს მოქალაქეა და უცხოეთიდან არის ჩამოსული.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)

მთავარი თემები