„ბიბლია ცალსახად უარყოფს რომელიმე ერის უპირატესობას ღვთის წინაშე“ – დეკანოზი თამაზ ლომიძე

© courtesy of Tamaz Lomidzeთამაზ ლომიძე
თამაზ ლომიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 15 თებერვალს ბრძანა, შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელ მსოფლიოს, საქართველოში არ არის.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. დეკანოზი თამაზ ლომიძე ამბობს, რომ ღმერთს წინასწარ არავინ და არც ქართველი ერი არ გამოურჩევია, ამის გაფიქრება დიდი ცოდვაა და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბიბლიას.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: ახალი ვირუსი გამოჩნდა იმისთვის, რომ სარწმუნოება განმტკიცდეს

როგორც თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს, ქართველი ერის გადარჩენა მაშინ დაიწყება, როდესაც თითოეული ადამიანი ამოირეცხავს ამპარტავანი გონებიდან, რომ ქართველი ერი ღმერთმა რამის გამო წინასწარ გამოარჩია.

მისი თქმით, ყველა მხოლოდ და მხოლოდ მისი რწმენის და საქმის მიხედვით გამართლდება ან დაიღუპება.

შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელ მსოფლიოს საქართველოში არ არის. მადლობა და დიდება უფალს, განაცხადა 15 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

ილია მეორემ მსოფლიო სენში ჩინეთიდან გავრცელებული კორონავირუსი იგულისხმა. ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით კიდევ 105 ადამიანი გარდაიცვალა. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტის ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობამ 1770-ს მიაღწია.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: საქართველო დალოცვილი ქვეყანაა

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 2048 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალმა კორონავირუსმა კონტინენტური ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ტაილანდსა და ჰონკონგში ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ასევე ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა იაპონიაშიც. ვირუსით ინფიცირების შემთხვევები სულ მცირე 25 ქვეყანაში გამოვლინდა.

რაც შეეხება საქართველოს, აქ დაავადების გამოვლენის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ქართველი სპეციალისტების სიტყვებით, საქართველო კვლავ მწვანე ზონაში, ანუ დაბალი რისკის ქვეყნებს შორისაა.

ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აიკრძალა ამ ქვეყნიდან ცხოველების იმპორტი, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე, მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში.

ყველა ახალი ამბავი
0