ილია მეორე: ახალი ვირუსი გამოჩნდა იმისთვის, რომ სარწმუნოება განმტკიცდეს

გამოწერა
ჩინეთის ჯანდაცვის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობამ 14 380 ადამიანს მიაღწია, გარდაცვლილთა რაოდენობამ 304 კაცი შეადგინა

თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. მრავალი ადამიანი შეშინებულია ვირუსის გამო, ზოგიერთმა დაარქვა მას სიკვდილის ვირუსი, ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება, განაცხადა  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე.

პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, კარ-მიდამოს და შვილებს დილა-საღამოს ნაკურთხი წყალი ასხურონ.

„თქვენ იცით, რომ გამოჩნდა ახალი ვირუსი. მრავალი ადამიანი შეშინებულია ვირუსის გამო. ზოგიერთმა დაარქვა მას სიკვდილის ვირუსი. ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება, განმტკიცდეს ლოცვა ჩვენი. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველ დილა და საღამოს ნაკურთხი წყალი ასხუროთ თქვენს კარმიდამოს, ეზოს, შვილებს და ღმერთი იქნება თქვენი მფარველი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა და სიხარული“, – ბრძანა პატრიარქმა.
აეროპორტის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
თბილისის აეროპორტში ახალგაზრდა ქალს ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა

 ჩინეთის ხელისუფლებამ 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უხანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV.

ჩინეთის ჯანდაცვის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობამ 14 380 ადამიანს მიაღწია, გარდაცვლილთა რაოდენობამ 304 კაცი შეადგინა.

გარდა ამისა, კორონავირუსით დაავადებაზე ეჭვი არსებობს 19 544 ადამიანის მიმართ, ხოლო კიდევ დაახლოებით 137,6 ათას კაცს, რომლებსაც დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ, აკვირდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0