Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თბილისის აეროპორტში ახალგაზრდა ქალს ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა

© AFP 2024 / Tiziana Fabiაეროპორტის თანამშრომელი
აეროპორტის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინეთის ჯანდაცვის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობამ 14 380 ადამიანს მიაღწია, გარდაცვლილთა რაოდენობამ 304 კაცი შეადგინა

თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჟენევა-სტამბოლის რეისით დღეს 25 წლის გოგო ჩამოფრინდა, რომელსაც თერმოსკრინინგისას ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებაზე დაყრდნობით.

უხანიდან სამი ქართველის ევაკუაცია განხორციელდა, ერთი პირი ქალაქის დატოვებას არ აპირებს >>

ეზუგბაიას ინფორმაციით, ქალი საქართველოს მოქალაქეა. ის მასწავლებლად ჩინეთში დუჯანიანის პროვინციაში მუშაობდა, რომელიც უხანიდან 1000 კილომეტრით არის დაშორებული.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, როდესაც ქალმა ჩინეთი დატოვა, ახალი კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა იმ დროისთვის დაფიქსირებული არ ყოფილა. მისივე თქმით, ფაქტი ახალი კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად არ განიხილება.

„აეროპორტში მას ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, დაფიქსირდა ტემპერატურა 38.1. ქალბატონი მაშინვე იქნა გაყვანილი საიზოლაციო სივრცეში, სადაც მოხდა თერმომეტრიზაცია განმეორებით რამდენჯერმე და ტემპერატურა აღინიშნა 37.5 გრადუსი. პაციენტი მოთავსებულია ბოქსირებულ განყოფილებაში“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
კორონავირუსი ჩინეთში - Sputnik საქართველო
უხანიდან ანკარაში ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ

მისივე თქმით, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურამ დაიწია.

„პნევმონია გამოირიცხა. მას რამე მნიშვნელოვანი პათოლოგიური ცვლილებები არ უფიქსირდება. 24-საათიანი დაკვირვების რეჟიმში თუ ტემპერატურა არ მოუმატებს, ზოგადი მდგომარეობა იქნება დამაკმაყოფილებელი და განმეორებითი ანალიზით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლინდება, ეს გოგონა არც ახლა და არც მომავალში არ განიხილება ახალი კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად“, - აღნიშნა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის სამი პაციენტი რჩება. ექიმების განცხადებით, ისინი კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად სიმპტომების გამო არ განიხილებიან, თუმცა პრევენციის მიზნით სამივე პაციენტს შესაბამისი კვლევები უტარდება. ორი მათგანის ანალიზები უკვე გადაგზავნილია ნიდერლანდებში.

ჩინეთის ხელისუფლებამ 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უხანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV.

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემები: ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით პირველი პაციენტი დაიღუპა

 ჩინეთის ჯანდაცვის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობამ 14 380 ადამიანს მიაღწია, გარდაცვლილთა რაოდენობამ 304 კაცი შეადგინა

გარდა ამისა, კორონავირუსით დაავადებაზე ეჭვი არსებობს 19 544 ადამიანის მიმართ, ხოლო კიდევ დაახლოებით 137,6 ათას კაცს, რომლებსაც დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ, აკვირდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0