11:29 06 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6398
  • 100 RUB4.2064
  • USD3.0739
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1059)
109 0 0

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქეთის მხარეს დანიშნული რეისის გამო მადლობას უხდის და ამის შესახებ „ტვიტერზე“ წერს

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სამი მოქალაქე, ჩინეთის ქალაქ უხანიდან ანკარის მიმართულებით გაფრინდა, უწყება ტელეკომპანია Imedi.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ჩინელები კლინიკიდან დღეს გაეწერებიან >>

ქართველები სამშობლოში ჩამოსვლამდე საკარანტინო პერიოდს, სავარაუდოდ, ანკარაში გაივლიან და ამის შემდეგ დაბრუნდებიან ქვეყანაში.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქეთის მხარეს დანიშნული რეისის გამო მადლობას უხდის. ის ჩინურ მხარესაც მიმართავს და მას მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ ზალკალიანი „ტვიტერზე“ წერს.

„კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქებასთან დაკავშირებით, გვსურს ჩინეთმა იცოდეს, რომ საქართველო მის გვერდზე დგას და გააგრძელებს მასთან თანამშრომლობას, რათა შეჩერდეს სასიკვდილო ვირუსის გავრცელება. ეს არის მხარდაჭერისა და სოლიდარობის დრო“, – წერს ზალკალიანი.

რაც შეეხება უხანში მყოფ საქართველოს სხვა მოქალაქეებს, იქ 4 მოქალაქე რჩება, რომელთაგან ორის ევაკუაცია დღეს ღამით იგეგმება, ერთი მოქალაქე კი უარს აცხადებს და ურჩევნია, რომ საკარანტინო პერიოდის განმავლობაში ქალაქი არ დატოვოს.

ქვეყნის ხელისუფლებამ 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უხანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეულ პნევმონიას ჩინეთში 259 ადამიანი ემსხვერპლა, დაინფიცირებულია დაახლოებით 12000 ადამიანი.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ დაინფიცირების შემთხვევები 26 ქვეყანაში გამოვლინდა.

პეკინში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 150-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა >>

კორონავირუსები – 30-ზე მეტი ვირუსის ოჯახია, რომელიც ორ ქვეჯგუფად იყოფა. პირველად მათი იდენტიფიცირება 1965 წელს მოხდა. ვირუსი შეიძლება შეეყაროს ადამიანს, შინაურ ცხოველებს, ფრინველს, მსხვილფეხა პირუტყვს. კორონავირუსი აზიანებს სასუნთქ სისტემას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ნერვულ სისტემას.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1059)

მთავარი თემები