მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩინეთში კორონავირუსის შემაკავებელი პრეპარატი იპოვეს: მიმდინარეობს კლინიკური გამოცდა

© photo: Sputnik / Pavel Lisitsin / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა შემთხვევაში პრეპარატმა აშკარა ეფექტი აჩვენა. ამ დროისათვის მიმდინარეობს წამლის კლინიკური გამოცდა. 

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. შანხაის მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოლოგიური ინსტიტუტისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჩინურ პრეპარატს  სახელწოდებით Shuanghuanglian Koufuye კორონავირუსის შეკავება შეუძლია, იუწყება სააგანტო „სინჰუა“.  

ეპიდემია ჩინეთში - Sputnik საქართველო
საქართველო და კორონავირუსი: ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ელოდება

პრეპარატის შემადგენლობაში შედის იაპონური ცხრატყავა, ბაიკალის მუზარადა და ფორსაიტია. ჩინურ მედიცინაში მიჩნეულია, რომ ამ სამ მცენარეს აქვს უნარი, დააქვეითოს სხეული მაღალი ტემპერატურა, გამოდევნოს ტოქსინები და გაწმინდოს ადამიანი შიგნიდან და გარედან.

თანამედროვე კვლევების თანახმად, Shuanghuanglian Koufuye-ს ახასიათებს ფართო ანტივურუსული და ანტიბაქტერიული თვისებები და ზრდის ორგანიზმის იმუნურ ფუნქციას.

აღსანიშნავია, რომ 2003 წელს შანხაელმა ფარმაკოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ Shuanghuanglian Koufuye-ს ატიპურ პნევმონიასთან ბრძოლა შეუძლია. ამის შემდეგ, 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფარმაკოლოგები განაგრძობდნენ პრეპარატის ეფექტურობის შესწავლას გრიპის სხვადასხვა ვირუსთან,  მძიმედ მწვავე რესპირატორულ სინდრომსა და ახლოაღმოსავლურ რესპირატორულ სინდრომთან ბრძოლის მიმართულებით. ყველა შემთხვევაში პრეპარატმა აშკარა ეფექტი აჩვენა. 

კორონავირუსი ჩინეთში - Sputnik საქართველო
ვრცელდება უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილი - არ აჰყვეთ პანიკას

ამ დროისათვის მიმდინარეობს წამლის კლინიკური გამოცდა. 

მოგვიანებით ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტმა და ტრადიციული ჩინური მედიცინის საქმეთა სამმართველომ გამოაქვეყნეს კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური კიდევ ერთი წამლის დასახელება — Huoxiangzhengqi koufuye. 

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, პეკინში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 156 კაცით გაიზარდა. ახალი ლეტალური შედეგები არ დაფიქსირებულა.  პნევმონიით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 12 ათას ადამიანს გადააჭარბა. აქედან 259 გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0