ვრცელდება უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილი - არ აჰყვეთ პანიკას

© AP Photo / Achmad Ibrahimკორონავირუსი ჩინეთში
კორონავირუსი ჩინეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განმარტებით, კორონავირუსთან დაკავშირებით უკანასკნელ საათებში სოციალური ქსელებით ვრცელდება სრულიად დაუსაბუთებელი და დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილი

თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სოციალური ქსელებით ვრცელდება უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილები, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ცენტრში განმარტავენ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და გავრცელებული ხმოვანი გზავნილი დეზინფორმაციაა, ემსახურება არაკეთილსინდისიერი ადამიანების კერძო, მერკანტილურ ინტერესებს.

„უკანასკნელ საათებში სოციალური ქსელებით ვრცელდება სრულიად დაუსაბუთებელი, უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია განაცხადოს: ამ ეტაპისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ვთხოვთ მოსახლეობას ნუ აყვება პანიკას!“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეპიდემია ჩინეთში - Sputnik საქართველო
საქართველოს ჩინეთიდან მოქალაქეების გამოყვანაში თურქეთის მსგავსად საფრანგეთიც დაეხმარება

ცენტრი განმარტავს, რომ საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის შემოტანისა და გავრცელების პრევენცია. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სრულ მზადყოფნაშია და დაავადების შემოტანის შემთხვევაში შეუძლია უზრუნველყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

„აღნიშნული ხმოვანი გზავნილი დეზინფორმაციაა, ემსახურება არაკეთილსინდისიერი ადამიანების კერძო, მერკანტილურ ინტერესებს და დანაშაულია ხალხის წინაშე! არ აყვეთ პანიკას! გაეცანით სანდო საინფორმაციო წყაროებს და ენდეთ პროფესიონალების რეკომენდაციებს!“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აიკრძალა ამ ქვეყნიდან ცხოველების იმპორტი, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე, მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში.

საქართველო და კორონავირუსი: ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ელოდება >>

კორონავირუსის გავრცელების ბოლო სტატისტიკური მონაცემები დამამშვიდებელი არ არის. კორონავირუსისგან უკვე დაიღუპა 213 ადამიანი, ინფიცირებულთა რიცხვმა 9692-ს მიაღწია. მათგან 90 შემთხვევა 19 ქვეყანაში დაფიქსირდა. დაკვირვების ქვეშ იმყოფება რამდენიმე ათასი ადამიანი. ქალაქ უჰანში საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება.

ყველა ახალი ამბავი
0