Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

პეკინში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 150-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

© AP Photo / Xiao Yijiuმედპერსონალი უხანის საავადმყოფოში
მედპერსონალი უხანის საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეულ პნევმონიას ჩინეთში უკვე 259 ადამიანი ემსხვერპლა, დაინფიცირებულია დაახლოებით 12000 ადამიანი.

თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. პეკინში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 156 ადამიანს მიაღწია, ახალი ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა, იუწყება РИА Новости ჩინეთის დედაქალაქის ჯანდაცვის კომიტეტზე დაყრდნობით.

„31 იანვარს 14:00 საათიდან 24:00 საათამდე პეკინში გამოვლინდა ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის 17 შემთხვევა. 31 იანვრის ღამის მდგომარეობით, დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 156 ადამიანს მიაღწია, საიდანაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 5 გაეწერა საავადმყოფოდან, დანარჩენი 150 ადამიანი მკაცრი კარანტინის პირობებში საავადმყოფოებში მკურნალობას აგრძელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
კორონავირუსი ჩინეთში - Sputnik საქართველო
ვრცელდება უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილი - არ აჰყვეთ პანიკას

დაინფიცირებისგან თავისუფალ ზონად რჩება მხოლოდ ოთხი რაიონი - ფანშანი, პინგუ, მიუნი და იანცინი - ყველა მეხუთე სატრანსპორტო რგოლის მიღმა მდებარეობს. ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა ხაიდანის და ჩაოანის რაიონებში - 35 და 27.

ჩინეთის ხელისუფლებამ 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უხანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეულ პნევმონიას ჩინეთში 259 ადამიანი ემსხვერპლა, დაინფიცირებულია დაახლოებით 12000 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0