გრიპი უკან იხევს – დაავადების შემთხვევები იკლებს

© Sputnik / Vladimir Umikashviliნიღბიანი ადამიანები
ნიღბიანი ადამიანები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, ერთ კვირაში დაავადების მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 158-დან 155-მდე შემცირდა, უმნიშვნელოდ – 2%-ით შემცირდა ასევე ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. გრიპის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები, გასული კვირის მონაცემებთან შედარებით, მცირედით, მაგრამ შემცირდა, აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მასალებში.

ეროვნული ცენტრი ყოველ ორშაბათს აჯამებს გასული კვირის მონაცემებს და მას თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

ნაკლები დაავადებული, მეტი ჰოსპიტალიზებული – ბოლო კვირის მონაცემები>>

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 100 ათას ადამიანზე დაინფიცირების 155 შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ კვირაში ეს მაჩვენებელი 158-ს შეადგენდა. ეპიდემიად მიიჩნევა მაჩვენებელი, როდესაც კონკრეტული ვირუსით 100 ათას მოსახლეზე 450-500 ადამიანი ავადდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაინფიცირებულთა რიცხვი 186 ადამიანი იყო.

კორონავირუსი ჩინეთში - Sputnik საქართველო
საქართველოში დაწესებულებებს სადეზინფექციო საშუალებების მომარაგებისკენ მოუწოდებენ

რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს, ბოლო მონაცემებით, ის 32%-დან 30%-მდე შემცირდა.

შემთხვევების 66%-ში საქართველოში B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ამიტომაც არის, რომ ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით ნაკლებია. დანარჩენი შემთხვვებიდან ქვეყანაში A ტიპის – H3 და H1 ვირუსებია, არის აგრეთვე რინოვირუსები.

სპეციალისტები კვლავ ურჩევენ მოქალაქეებს, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, ხშირად დაიბანონ ხელები, გაანიავონ ოთახები, მშობლებს კი აძლევენ რეკომენდაციას, გრიპისა და გაციების სიმპტომებისას ბავშვები არ გაუშვან სკოლებსა და საბავშვო ბაღებში.

ყველა ახალი ამბავი
0