Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში დაწესებულებებს სადეზინფექციო საშუალებების მომარაგებისკენ მოუწოდებენ

© AP Photo / Koji Sasaharaკორონავირუსი ჩინეთში
კორონავირუსი ჩინეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირადი ჰიგიენა ნებისმიერი ინფექციისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მსხვილ ორგანიზაციებს, სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებს სადეზინფექციო საშუალებებისა და საპნის მომარაგებისკენ მოუწოდებს.

მისი სიტყვებით, ყველა დაწესებულებას შესაბამისი რეკომენდაციების შემცველი წერილები გაეგზავნება. გამყრელიძე საზოგადოებას ჰიგიენური ნორმების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებს.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის კიდევ ორი მოქალაქე შეიყვანეს

„ამ გზით ჩვენ მნიშვნელოვნად დავწევთ რესპირატორული დაავადებების გავრცელების რისკს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - თითოეული დაწესებულება მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი სადეზინფექციო საშუალებებით და თუ მათ იგი არ ექნებათ, მაშინ საპონი მაინც უნდა ჰქონდეთ, რათა ადამიანმა ხელები დაიბანოს", - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ აღნიშნა ისიც, რომ მოსახლეობა ეტაპობრივად ცვლის დამოკიდებულებას გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებით. მისი სიტყვებით, გასულ წელთან შედარებით, წელს სამჯერ მეტმა ადამიანმა ჩაიტარა აცრა და სწორედ ამის წყალობით ქვეყანაში გრიპის სეზონი შედარებით მშვიდია.

„განსაკუთრებით მინდა მივმართო საგანმანათლებლო დაწესებულებებს - სკოლებს, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებს. ამ პერიოდის განმავლობაში, კორონავირუსის ინფექციის საშიშროება რომც არ იყოს, ქვეყანაში გრიპის სეზონია, გრიპისა და რესპირატორული ინფექციებისგან დაცვის ყველაზე კარგი საშუალება კი ჰიგიენური ნორმების დაცვაა", - აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში პრესკონფერენციის დაწყებამდე ცენტრის თანამშრომლებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ექიმ ლი ვენლიანის ხსოვნას, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც კორონავირუსის გავრცელების თაობაზე განაცხადა და თავადაც სწორედ ამ ვირუსით გარდაიცვალა.

„სამწუხაროდ, გარდაიცვალა ექიმი, რომელიც იყო პირველი, ვინც ამ ინფექციასთან დაკავშირებით განგაში დეკემბერში ატეხა. უჰანის ერთ-ერთი კლინიკის ახალგაზრდა ექიმმა შეამჩნია, რომ იყო შემთხვევები გარკვეული, უცნობი ეტიოლოგიის რესპირატორული ინფექციის, რომელიც გავდა თითქოს SARI-ს, რომლის ეპიდაფეთქება ჩინეთში იყო 2003 წელს. ეს ექიმი, ბატონი ლი ვერლიანი, სამწუხაროდ, დაიღუპა. მან თავისი სიცოცხლე შესწირა ამ დაავადებასთან ბრძოლას და გთხოვთ წუთიერი დუმილით პატივი ვცეთ მის ხსოვნას", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
ჯანმო კორონავირუსთან ბრძოლისთვის საჭირო თანხას ასახელებს

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ვირუსი ჩინეთის ფარგლებს გასცდა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფიქსირდა. ჩინეთში ახალი კორონავირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო ვითარება გამოაცხადა. აქედან გამომდინარე, მრავალი ქვეყნის ხელისუფლებამ გააძლიერა სასაზღვრო კონტროლი, შეჩერდა ჩინეთტან ავიამიმოსვლა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად ჩინეთში 636 ადამიანი დაიღუპა, დაავადებულთა რიცხვმა 31 161-ს მიაღწია, განკურნებულთა რიცხვი 1,5 ათასს აჭარბებს.

ქართველი სპეციალისტების სიტყვებით, საქართველო კვლავ მწვანე ზონაში, ანუ დაბალი რისკის ქვეყნებს შორისაა.

მიუხედავად ამისა, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აიკრძალა ამ ქვეყნიდან ცხოველების იმპორტი, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე, მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში.

ყველა ახალი ამბავი
0