ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის კიდევ ორი მოქალაქე გადაიყვანეს
„დღეს კიდევ არის ჩინეთის ორი მოქალაქე შესული ინფექციურ საავადმყოფოში, ისინი არიან ერთ-ერთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის დაქირავებული მუშახელი. ეპიდემიოლოგები გასული არიან, იკვლევენ ამ ადამიანებს, აიღებენ სინჯებს და, რა თქმა უნდა, დღეს მათზეც იქნება პასუხი“, – განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არის დაბალი რისკის ქვეყნად მიჩნეული, რადგან ლაბორატორიულად კორონავირუსული ინფექციის არც ერთი შემთხვევა ჯერჯერობით არ დადასტურებულა.
ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, დღეისათვის ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის მსხვერპლთა რაოდენობამ ჩინეთში 636 ადამიანი შეადგინა, ინფიცირებულია 31 161 ათასი კაცი, საავადმყოფოებიდან გაეწერა 1540 პაციენტი. ინფიცირებულთაგან მძიმე მდგომარეობაშია 4 821 კაცი. გარდა ამისა, რეგისტრირებულია კორონავირუსით დაავადებაზე ეჭვის 26,4 ათასი შემთხვევა. ამასთან ამ დროისათვის მედიკოსები აკვირდებიან 186 ათას კაცს, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულებთან.