23:43 19 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1010
  • 100 RUB4.4902
  • USD2.8631
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (145)
11610

ბათუმში ოთხი ჩინელი ჩავიდა პროვინციიდან, რომელიც კორონავირუსის გავრცელების კერიდან 400 კილომეტრში მდებარეობს. მათ მდგომარეობას ექიმები აკვირდებიან.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ბათუმში ექიმები აკვირდებიან ორი ჩინელი ქალის მდგომარეობას, რომლებსაც დაბალი სიცხე აქვთ, იუწყება პირველი არხი.

ჩინეთში მცხოვრები ქართველი: „ჩინეთი ამ პატარა ვირუსს თავს არ დააჩაგვრინებს!“>>

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. დროებით შეჩერებულია ფრენები ჩინეთიდან. საქართველომ უკვე აკრძალა ცხოველების შემოყვანა ჩინეთიდან, ასევე ამოწმებენ მგზავრებს აეროპორტებში. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება ვირუსის შესახებ.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ჩინელები ჩამოვიდნენ იმ პროვინციიდან, რომელიც მდებარეობს იმ ტერიტორიასთან ახლოს, სადაც ვირუსის კერა დაფიქსირდა.

„მათ 37 გრადუსი აქვთ ტემპერატურა. ისინი არიან ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან, არა იმ პროვინციიდან, რომელშიც გავრცელებულია, თუმცა მასთან ახლომდებარე. ამიტომ მიმდინარეობს დაკვირვება. გუშინ ისინი ჩვენმა საგანგებო დეპარტამენტის სპეციალისტებმა მოინახულეს. დღეს დილას ანალიზები აუღეს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში დაიტესტება ყველა ტიპის კორონავირუსზე, რისი საშუალებაც გვაქვს და ასევე სხვა რესპირატორულ ვირუსებზე, მაგრამ კლინიკურად გამოხატული არაფერი არ არის", – განაცხადა გამყრელიძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ოთხი ქალი ჩინეთიდან ბათუმში 28 იანვარს ჩამოვიდა. ორს ტემპერატურა აღენიშნებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ჩამოვიდნენ ქალაქ უჰანიდან 400 კილომეტრის მოშორებით მდებარე პროვინციიდან, მათ მდგომარეობას მაინც აკვირდებიან.

ნიჟარაძის თქმით, საშიში არაფერია. შესაძლოა, მათ ტემპერატურა სხვა რესპირატორული დაავადების გამო აეწიათ. დღეს უკვე აღარც აქვთ სიცხე და მათი გადაადგილება აბსოლუტურად უსაფრთხოა. ამასთან, მან დასძინა, რომ ჩინელებზე დაკვირვება 14 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უჰანში ახალი ტიპის კორონავირუსის აფეთქების შესახებ განაცხადა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 ათას ადამიანს მიაღწია, კიდევ ეჭვქვეშაა 9 ათასზე მეტი. გარდაიცვალა 132. უკვე არსებობს გამოჯანმრთელების სტატისტიკაც – 104 ადამიანი განიკურნა. ვირუსი ჩინეთის ფარგლებს გასცდა. დაავადების შემთხვევები კიდევ 15 ქვეყანაში დაფიქსირდა.

თემები:
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (145)

მთავარი თემები