ჩინეთში მცხოვრები ქართველი: „ჩინეთი ამ პატარა ვირუსს თავს არ დააჩაგვრინებს!“

© photo: Tatiko Tatuka / FBთამარ კაჭკაჭიშვილი
თამარ კაჭკაჭიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინეთში კორონავირუსის გამო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით იქ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეს თამარ კაჭკაჭიშვილს დავუკავშირდით. ის ოჯახთან ერთად ჩინეთის ქალაქ შენჟენში ცხოვრობს.

- თამარ, რა სიტუაციაა ამჟამად ჩინეთში?

- რადგან ამჟამად ჩინეთში ვცხოვრობ და მე უფრო სწორი ინფორმაცია მაქვს იმაზე, რაც საქართველოში ვრცელდება – ეს ვირუსი მარტივად, მზერით არ გადადის და ადამიანს არ აზომბირებს. აქ არავის აცვია სკაფანდრი და ისე, უბრალო პირბადით გვამოწმებენ. უბრალოდ შესაძლებელია თავის დაცვა და მივმართავ ყველას – ნუ აბუქებთ სიტუაციას! ჩინეთში გავრცელებულ კორონავირუსთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. პირველი რიგში, მინდა გითხრათ, რომ ეს ვირუსი არ არის მომაკვდინებელი! 

- ჩინეთში თუ დაფიქსირდა ამ ვირუსის მქონე ადამიანის გამოჯანმრთელების ფაქტები?

- როგორც ვიცი, აქ 50-ზე მეტი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ვინც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა, იყო ასაკოვანი, ან მას ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც ჰქონდა. გარდა ამისა, სახელწიფოს ყველანაირი ზომები აქვს მიღებული საიმისოდ, რომ ვირუსი აღარ გავრცელდეს.

© photo: Tatiko Tatuka / FBთამარ კაჭკაჭიშვილი
ჩინეთში მცხოვრები ქართველი: „ჩინეთი ამ პატარა ვირუსს თავს არ დააჩაგვრინებს!“ - Sputnik საქართველო
თამარ კაჭკაჭიშვილი

- როგორც გავიგეთ, ზოგიერთ პროვინციაში კარანტინია გამოცხადებული.

- ასევე კარანტინია გამოცხადებული იმ პროვინციაში, სადაც დადასტურდა ვირუსის კერა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხალხს იქ საკვებისა და წყლის საკმარისი მარაგი არ მიეწოდება. ყველას ყველაფერი აქვს რაც საჭიროა და ქალაქშიც ჩვეულებრივად გადაადგილდებიან. მაღაზიები ღიაა და ყველანაირი პროდუქტი ჩვეულებრივად იყიდება...

- მოსახლეობას ამ ვირუსზე რა სახის ინფორმაცია გაქვთ?

- ეს ვირუსი სხვა სახის ვირუსების მსგავსია, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა ე.წ. ღორის გრიპი, რომელიც ერთ დროს ასევე საშიშ ვირუსად მოიხსენიებოდა. თუმცა დროთა განმავლობაში გამოიგონეს ვაქცინა და წამალი, რომელიც მედიცინაში დღემდე წარმატებულად გამოიყენება. შესაბამისად, ახალი ვირუსის ვაქცინის შემუშავებასაც გარკვეული დრო სჭირდება, რაზეც ჩინეთში უკვე ინტენსიურად მუშაობენ. მალე ყველაფერი კარგად იქნება... ჩინეთი ამ პატარა ვირუსს თავს არ დააჩაგვრინებს!

ყველა ახალი ამბავი
0