07:14 24 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
60 0 0

ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. პერსონალურ მონაცემთა დაცვის 20 ელჩი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა  სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიდან შეარჩია, თბილისსა და რეგიონებში ცნობიერების ამაღლების კამპანიებში ჩაერთვება, ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს, 28 იანვარს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა  პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა. საქართველოში 28 იანვარი უკვე მეშვიდედ აღინიშნა.

როგორ დავიცვათ მოსწავლეების პერსონალური მონაცემები: რეკომენდაციები >>

ღონისძიება სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ გახსნა და მოწვეულ სტუმრებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღის მნიშვნელობასა და საქართველოში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე ესაუბრა.

ღონისძიებაზე პროექტი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩი” წარადგინეს, რომლის მიზანი სტუდენტების განვითარების ხელშეწყობა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის 20 ელჩი, რომელიც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიდან შეირჩა, გაივლის სპეციალურ სასწავლო კურსს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ზამთრის სკოლაში, რომლის შემდგომ თბილისსა და რეგიონებში ცნობიერების ამაღლების კამპანიებში ჩაერთვება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

ღონისძიების ფარგლებში ლონდა თოლორაიამ და უკრაინის უმაღლესი რადის კომისარმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ლიუდმილა დენისოვამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე (Data Protection Day) 2007 წლის 28 იანვრიდან აღინიშნება. ეს დღე იმისათვის დაწესდა, რათა ქსელის მომხმარებლებს არ დაავიწყდეთ ინტერნეტში ქცევის წესები, რომლებიც მათ ვირტუალურ და რეალურ ცხოვრებას უსაფრთხოს ხდის.

ზოგიერთ ქვეყანაში ამ დღესასწაულს უწოდებენ „კონფიდენციალობის დღეს“ (Data Privacy Day), ხოლო მისი აღნიშვნის გადაწყვეტილება 2006 წლის 26 აპრილს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში მიიღეს. 1981 წლის 28 იანვარს ევროპის საბჭომ მიიღო კონვენცია „პირთა დაცვის შესახებ პერსონალური მონაცემების ავტომატიზებულ დამუშავებასთან დაკავშირებით“.

აღნიშნული კონვენცია გახდა პირველი საერთაშორისო სავალდებულო ინსტრუმენტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში, რომელმაც განსაზღვრა ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმი მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე და ასევე „პერსონალური მონაცემების“ ცნება განსაზღვრა.

 

მთავარი თემები