11:52 10 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს რეგიონები (216)
316 0 0

თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და ფოთში საფასური იგივე რჩება, რაც, სემეკ-ის განმარტებით, მიერთების სამუშაოების სირთულის სპეციფიკით არის განპირობებული

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების ქსელზე მიერთების საფასური, შესაძლოა, 100 ლარით შემცირდეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საკითხს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 17 იანვრის სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და ფოთში საფასური იგივე რჩება, რაც, სემეკ-ის განმარტებით, მიერთების სამუშაოების სირთულის სპეციფიკით არის განპირობებული, მაგალითად, ასფალტის საფარის აღება, სხვადასხვა ნებართვის საჭიროება და ა.შ.

„საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ქსელზე მიერთების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, შევიმუშავეთ პაკეტი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტებში მიერთების საფასური მცირდება და 400 ლარი გახდება. აქამდე საფასური 500 ლარი იყო“, – განაცხადა სემეკ-ის წევრმა, გიორგი ფანგანმა.

ფანგანის განმარტებით, წყალმომარაგების კომპანია ვალდებული იქნება, მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს მიერთების საფასური ორ წელზე გადაუნაწილოს.

ასევე, მიერთების საფასურის შემცირებაა დაგეგმილი იმ მსხვილი მომხმარებლებისთვისაც, რომლებიც დიდი დიამეტრის მილსადენებს საჭიროებენ.

„100 და 150 მმ-იანი წყალარინების მილსადენებზე მიერთების აქამდე მოქმედ საფასურებს შორის დიდი სხვაობა იყო. რაც რიგ შემთხვევებში, სადავო ხდებოდა. შესაბამისად, ეს სხვაობა დაბალანსდა წყალარინების დიდი დიამეტრის მილსადენების მიერთების საფასურის შემცირებით“, - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.

თემები:
საქართველოს რეგიონები (216)

მთავარი თემები