რეგიონებში წყალმომარაგების ქსელზე მიერთების საფასური მცირდება

© Sputnik / Alex Shlamovსარემონტო სამუშაოები
სარემონტო სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და ფოთში საფასური იგივე რჩება, რაც, სემეკ-ის განმარტებით, მიერთების სამუშაოების სირთულის სპეციფიკით არის განპირობებული

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების ქსელზე მიერთების საფასური, შესაძლოა, 100 ლარით შემცირდეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საკითხს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 17 იანვრის სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და ფოთში საფასური იგივე რჩება, რაც, სემეკ-ის განმარტებით, მიერთების სამუშაოების სირთულის სპეციფიკით არის განპირობებული, მაგალითად, ასფალტის საფარის აღება, სხვადასხვა ნებართვის საჭიროება და ა.შ.

მაია ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
ცქიტიშვილმა 2020 წლის მთავარ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

„საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ქსელზე მიერთების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, შევიმუშავეთ პაკეტი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტებში მიერთების საფასური მცირდება და 400 ლარი გახდება. აქამდე საფასური 500 ლარი იყო“, – განაცხადა სემეკ-ის წევრმა, გიორგი ფანგანმა.

ფანგანის განმარტებით, წყალმომარაგების კომპანია ვალდებული იქნება, მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს მიერთების საფასური ორ წელზე გადაუნაწილოს.

ასევე, მიერთების საფასურის შემცირებაა დაგეგმილი იმ მსხვილი მომხმარებლებისთვისაც, რომლებიც დიდი დიამეტრის მილსადენებს საჭიროებენ.

„100 და 150 მმ-იანი წყალარინების მილსადენებზე მიერთების აქამდე მოქმედ საფასურებს შორის დიდი სხვაობა იყო. რაც რიგ შემთხვევებში, სადავო ხდებოდა. შესაბამისად, ეს სხვაობა დაბალანსდა წყალარინების დიდი დიამეტრის მილსადენების მიერთების საფასურის შემცირებით“, - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.

ყველა ახალი ამბავი
0