22:09 22 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2077
  • 100 RUB4.6777
  • USD2.8877
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
11210

საქართველოს სულიერი ლიდერი მრევლს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საეკლესიო დღესასწაულის – ქრისტეშობის წინ მიმართავს.

თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. 6 იანვარს, ღამით საშობაო წირვა წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღევლინება.

საშობაო მარხვა: რა არის აკრძალული და რა – დაშვებული>>

საზეიმო წირვა 20:00 საათზე დაიწყება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში 23:00 საათზე მივა და მრევლს ტრადიციული საშობაო გზავნილით მიმართავს.

მასშტაბური საშობაო მსვლელობა „ალილო“ თბილისში 7 იანვარს გაიმართება. ის შუადღისას რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება.

„ალილოს“ისტორია უკვე 15 საუკუნეს ითვლის. მისი მთავარი მიზანია ქველმომედება – თბილისელები მსვლელობის მონაწილეებს საჩუქრებს ან ფულს გადასცემენ, რაც შემდეგ უპოვართა, ობოლ ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრებს, ასევე არასრულწლოვანთა კოლონიებს შორის ნაწილდება.

შეგროვებულ საჩუქრებს 7-8 იანვარს 12:00-დან 20:00 საათამდე გაანაწილებენ.

მთავარი თემები