თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. 6 იანვარს, ღამით საშობაო წირვა წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღევლინება.
საშობაო მარხვა: რა არის აკრძალული და რა – დაშვებული>>
საზეიმო წირვა 20:00 საათზე დაიწყება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში 23:00 საათზე მივა და მრევლს ტრადიციული საშობაო გზავნილით მიმართავს.
მასშტაბური საშობაო მსვლელობა „ალილო“ თბილისში 7 იანვარს გაიმართება. ის შუადღისას რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება.
„ალილოს“ისტორია უკვე 15 საუკუნეს ითვლის. მისი მთავარი მიზანია ქველმომედება – თბილისელები მსვლელობის მონაწილეებს საჩუქრებს ან ფულს გადასცემენ, რაც შემდეგ უპოვართა, ობოლ ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრებს, ასევე არასრულწლოვანთა კოლონიებს შორის ნაწილდება.
შეგროვებულ საჩუქრებს 7-8 იანვარს 12:00-დან 20:00 საათამდე გაანაწილებენ.