„უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთის“: ილია მეორემ ქართველ ხალხს ახალი წელი მიულოცა

გამოწერა
თავის მილოცვაში ილია მეორემ ყურადღება გაამახვილა მშობლების პატივისცემაზე და აღნიშნა, რომ მშობლის მიმართ პატივისცემას შვილისთვის ბედნიერება მოაქვს.

თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს მოსახლეობას ახალი 2020 წელი მიულოცა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოველში - Sputnik საქართველო
ილია მეორე: კაცობრიობა მივიდა უფსკრულთან და ჩაიხედა მასში

თავის მილოცვაში მან ყურადღება გაამახვილა მშობლების პატივისცემაზე და აღნიშნა, რომ მშობლის მიმართ პატივისცემას შვილისთვის ბედნიერება მოაქვს.

„დღეს ჩვენ ვუსურვებთ ყველას, ერთმანეთს ბედნიერებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერება ბევრად დამოკიდებულია ჩვენზე. მშობლების პატივისცემა არის ბედნიერება შვილებისათვის. „პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა“ – ჩვენ ვკითხულობთ ამას ბიბლიაში. უფროსების პატივისცემას მოაქვს ბედნიერება უმცროსებისთვის. უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთის“, - ბრძანა ილია მეორემ.

ილია მეორემ დალოცა საქართველოს მოსახლეობა და ბედნიერება უსურვა.

„ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ბედნიერებას გისურვებთ. კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“, – ბრძანა ილია მეორე.

ყველა ახალი ამბავი
0