სად აღვნიშნოთ ახალი წელი, ანუ რა დაგვიჯდება რესტორანი თბილისში

© Sputnik / Alexander Imedashviliბარი რესტორანში
ბარი რესტორანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისური რესტორნები უფრო უცხოელი ტურისტებისთვის არის მისაღები, ვიდრე ადგილობრივებისთვის, რადგან საახალწლო მენიუ საკმაოდ ძვირი ღირს.

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. ახალი წლის აღნიშვნა თბილისის რესტორნებში – საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ინფლაციის ზრდამ, ლარის გაუფასურებამ, აგრეთვე რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ ტურიზმისა და გართობის სფეროზე თავისი კვალი დატოვა.

ახალი წელი საქართველოში: თბილისური ბაზრების კოლორიტი – ფოტო >>

„თუ შევადარებთ გასულ ახალ წელს და წლევანდელს, რა თქმა უნდა, სხვაობა იგრძნობა. მაშინ რესტორნებში მაგიდებს თვენახევრით-ორი თვით ადრე ჯავშნიდნენ. წელს მენეჯერები თავად რეკავენ და კითხულობენ, ხომ არ გვყავს ტურისტული ჯგუფები“, – გამოუტყდა „Sputnik–საქართველოს“ ტურისტული კომპანია New Tour-ის თანამშრომელი.

წელს ბევრმა რესტორანმა გაზარდა ფასები საახალწლო პროგრამაზე, რომელიც მოიცავს სადღესასწაულო მენიუს და შოუს მომღერლებისა და მოცეკვავეების მონაწილეობით.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოში მშენებლობისთვის აკრძალული ზონები გაჩნდება

„გასულ წელს ერთ პერსონაზე ღირებულება 150 ლარიდან იწყებოდა, ისიც ყველაზე უბრალო კაფეში, პრემიუმ-კლასის ადგილებში – დაახლოებით 250 ლარი. წელს ფასები იწყება 250 ლარიდან. ასევე არის ისეთი დაწესებულებები, სადაც საახალწლო ღამის ფასი 350 ლარია და, მერწმუნეთ, მენიუში არაფერი ზებუნებრივი არ არის”, – განუცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

მაგალითად, რესტორან „კრწანისში“ კლიენტების რაოდენობა შემცირდა, ფასები კი გაიზარდა.

„ფასები დაახლოებით 10-15%-ით გაიზარდა. გასულ წელს ღირდა დაახლოებით 100 დოლარი, წელს 100 დოლარზე მეტი. ახლა დაჯავშნულია 75%, და ეს ძირითადად არიან ტურისტები მეზობელი ქვეყნებიდან. გასულ წელს რესტორანი სრული დატვირთვით მუშაობდა“, – უამბო „Sputnik-საქართველოს“ რესტორნის მენეჯერმა ნანა აბაშვილმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა  რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტით გამოწვეულ დანაკარგზე ისაუბრა >>

საახალწლო მენიუზე ფასების ზრდა ძირითადად ხორცისგან დამზადებული კერძების და ალკოჰოლური სასმელების გაძვირებით არის გამოწვეული.

პოპულარულ ქართულ რესტორანში „ძველი მეტეხი“ საახალწლო სუფრების ჯავშნები ორჯერ შემცირდა.

კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გააგრძელებს

„დღეისათვის რესტორნის დატვირთვა არის მხოლოდ 50%, მაშინ როდესაც შარშან იყო 100%, საიდანაც 80% იყვნენ სტუმრები რუსეთიდან. ავიამიმოსვლის შეჩერება საგრძნობლად აისახა ბიზნესზე. ვაჭრობა 20-30%-ით შემცირდა. ძალიან მოქმედებს პოლიტიკური სიტუაციაც. ორი თვეა ზარალზე ვმუშაობთ“, – განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ „ძველი მეტეხის“ დირექტორმა ნუგზარ მაკარაშვილმა.

„ძველ მეტეხში“ ფასების მომატებისგან თავს იკავებენ, რათა პოტენციური კლიენტები არ დააფრთხონ. საახალწლო ღამეს, როგორც შარშან, ერთ კაცზე მენიუ 300 ლარი ღირს.

ზოგიერთ რესტორანში თანხის გადახდას ითხოვენ გასართობ პროგრამაში, ხოლო კერძებისა და სასმელების შეკვეთა ცალკე შეიძლება.

პრემიერმა ფასების ზრდის შეჩერების განკარგულება გასცა >>

„ფასები არ გაზრდილა. მომხმარებელი იხდის 70 ლარს გასართობ პროგრამაში, დანარჩენი თანხა შეკვეთილ მენიუზეა დამოკიდებული. ჩვენ შეკვეთებზე ლიმიტს არ ვაწესებთ, ვისაც რამდენი უნდა, იმდენს შეუკვეთავს. ახლა რესტორანი თითქმის 75%-ით არის შევსებული. გასულ წელსაც ასეთი მაჩვენებლები იყო“, – უამბო „Sputnik-საქართველოს“ რესტორან „კერიას“ მენეჯერმა თიკო კორაშვილმა.

როგორც ტურიზმის სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, ფასების მომატების შემთხვევაში რესტორატორებმა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნონ, რათა კლიენტები არ დაკარგონ.

ყველა ახალი ამბავი
0