საქართველოში მშენებლობისთვის აკრძალული ზონები გაჩნდება

გამოწერა
გარემოს დაცვა საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, მათ უკვე დაიწყეს გლობალური პროექტი „მწვანე ეკონომიკური პოლიტიკა".

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში უახლოეს მომავალში შევა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში მშენებლობისთვის აკრძალული მწვანე ზონების შექმნას ითვალისწინებს, განაცხადა ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

„მწვანე ხაზები იქნება ისეთი ტერმინი, რომელიც პოზიტიური აკრძალვა გახდება. ჩვენი შვილებისთვის ეს დიდი საჩუქარი იქნება და მათ ეცოდინებათ, რომ ეს ტერიტორია ყოველთვის მწვანე იქნება და იქ არავინ არაფერს ააშენებს", – განაცხადა მდინარაძემ.

ენგურჰესის კაშხალი - Sputnik საქართველო
რატომ დაშრა წყალი ენგურჰესში და რა ელის საქართველოს ეკოლოგიას?

მისი სიტყვებით, კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახლო მომავალში იქნება გამოტანილი.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ გარემოზე ზრუნვა საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა და ამ მიმართულებით საკანონმდებლო ორგანო ბევრ სიახლეს ამზადებს. მათ შორის არის ტყის კოდექსის განახლება, რომელშიც გაწერილი იქნება გარემოზე მიყენებული ზიანისთვის სადამსჯელო ზომები.

გარემოს დაცვა საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, მათ უკვე დაიწყეს გლობალური პროექტი „მწვანე ეკონომიკური პოლიტიკა".

მთავრობის „მწვანე ეკონომიკური პოლიტიკა" ითვალისწინებს ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებას, ჯანსაღი კვების პროდუქტების წარმოებას და გარემოზე ზრუნვას. მთავრობა აცხადებს, რომ ადრე საქართველოში არ არსებობდა არც ერთი გლობალური პროგრამა, რომელიც მოცემულ გამოწვევებს უპასუხებდა, არსებობდა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული ცალკეული ლოკალური პროგრამები.

ყველა ახალი ამბავი
0