„იქნებ, იქ მაინც იპოვოს ნათელი მომავალი“ – 15 წლის ლუკა სირაძის პედაგოგის ემოციური წერილი

© Pixabay / Wokandapixსაკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც იაშვილის სახელობის კლინიკაში ექვსი დღე სიკვდილს ებრძოდა, გუშინ, საღამოს გარდაიცვალა. ლუკა სირაძის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ლუკა სირაძის დაწყებითი კლასების პედაგოგი მარიამ მერკვილაძე სოციალურ ქსელში ბიჭთან ურთიერთობას იხსენებს, როდესაც ის ჯერ კიდევ 6 წლის იყო.

ანთებული სანთელი - Sputnik საქართველო
ლუკა სირაძის გარდაცვალებამ ქვეყანაში დიდი რეზონანსი გამოიწვია

როგორც მარიამ მერკვილაძე წერს, ახსოვს, ლუკა ამ ასაკში როგორ ასხივებდა სიცოცხლეს, წერილებს და მათში გახვეულ ნახატებს უტოვებდა მასწავლებელს და სჯეროდა, რომ მას ნათელი მომავალი ექნებოდა.

„წლები გადის და სოციალურ ქსელში ვაწყდები ბავშვის სურათს, რომლის ის ბავშვური სახე, დიდი ბრიალა თვალები კვლავ თვალწინ მიდგება და მისი ყოველი სიხარული, სიცილი, თვალების ეშმაკური ციმციმი და მისი გულებით აჭრელებული წერილები კვლავ მიტივტივდება მეხსიერებიდან.

სიტყვებით ვერ გადმოვცემ ეს რა ტკივილია – დაინახო მოსწავლე, რომელსაც სულ პაწაწინას შეხვდი და შენს მეხსიერებაში სულ ასეთი დარჩა და რომელზეც უდიდეს იმედს ამყარებდი, რომ ის ბედნიერებას იპოვიდა, ნათელი მომავალი ექნებოდა და სამყაროსაც კი შეცვლიდა თავისი სინათლით.
ის კი ახლა სულ სხვა სამყაროშია. იქნებ, იქ მაინც იპოვოს ნათელი მომავალი“, – წერს პედაგოგი.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც იაშვილის სახელობის კლინიკაში ექვსი დღე სიკვდილს ებრძოდა, გუშინ, საღამოს გარდაიცვალა. ლუკა სირაძის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. 

პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო
დაკავებულია გამომძიებელი, რომელმაც ლუკა სირაძე გამოკითხა

მოზარდმა რამდენიმე დღის წინ თბილისში სუიციდი სცადა. ოჯახის წევრები ამბობებ, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. ლუკას პოლიცია „მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. „მწვანე სკოლამ” პოლიციას მიმართა მას შემდეგ, რაც შენობაში უცნობი პირი შევიდა და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვა. როგორც კერძო სკოლამ განაცხადა, მათ ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით მიმართეს პოლიციას.

ლუკა სირაძე პოლიციამ გამოკითხვაზე სწორედ ამის შემდეგ დაიბარა. მის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას უწევს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე პოლიციელების პირისპირ მშობლის გარეშე მარტო ორჯერ დარჩა, რაც უკანონო მოქმედებაა.

ყველა ახალი ამბავი
0