დაკავებულია გამომძიებელი, რომელმაც ლუკა სირაძე გამოკითხა

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის განყოფილება
პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების გამომძიებელს, მარიანა ჩალოიანს, 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 17 დეკემბერი - Sputnik. გენერალური ინსპექტორის სამსახურმა ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დააკავა გამომძიებელი მარიანა ჩალიანი, რომელმაც გამოკითხა 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ.

საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
„ამ ცხოვრების დედაც“: გარდაიცვალა ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა

თბილისში, დიღმის მასივში რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. ის საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. თვითმკვლელობა მან შსს-ში გამოკითხვის შემდეგ სცადა, რომელიც თბილისის „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდა. სავარაუდოდ, მოზარდი ღამით სკოლაში შევიდა, სადაც რამდენიმე თვე სწავლობდა და სამასწავლებლოსა და სხვა კაბინეტებზე წარწერები დატოვა. მედიაში ვრცელდება ფოტო წარწერით: „ამ ცხოვრების დედაც“. მოზარდისადმი სოლიდარობის ნიშნად იგივე წარწერა თბილისის ბევრ ადგილას გაჩნდა.

ორშაბათს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს, მარიანა ჩალოიანს, რომლებმაც 15 წლის მოზარდი გამოკითხეს, უფლებამოსილება შეუჩერდათ.

ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. იგივეს ამტკიცებს გარდაცვლილის ძმა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გენერალურმა ინსპექციამ ამ დროისათვის გამოკითხა 70 მოწმე, მათ შორის სკოლის თანამშრომლები, მოზარდები და მათი მშობლები, ამოიღო ჩანაწერები კომპიუტერებიდან, ტელეფონებიდან და ვიდეოკამერებიდან.

პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო
მოზარდის მიერ სუიციდის მცდელობა: პოლიციის ორ თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერდათ

დაკავებულ გამომძიებელს უახლოეს მომავალში ბრალს წაუყენებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ემუქრება 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.

რაც შეეხება მოზარდს, მთელი ამ დროის განმავლობაში ის იაშვილის კლინიკის რეანიმაციის განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ტვინის შეშუპების დიაგნოსტირების შემდეგ მას ქართველმა და ისრაელელმა ექიმებმა ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ უშედეგოდ. დღის ბოლოს ის გარდაიცვალა.

თავდაპირველად სისხლის სამართლის საქმე „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით იყო აღძრული.

ადრე შსს-მ განაცხადა, რომ მოზარდი მშობლის თანდასწრებით გამოიკითხა და არანაირ იძულებას ადგილი არ ჰქონია.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანიშნულია ექსპერტიზები, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა და გამოძიების შემდგომი პროცესის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება დამატებით, განახცადა ლონდა თოლირაიმ.

 

ყველა ახალი ამბავი
0