07:22 25 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0370
  • 100 RUB4.2987
  • USD2.8079
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (144)
11810

სოფელ ბლოში მცხოვრები ერთადერთი ადამიანისთვის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა თანხა შეაგროვეს და შეიძინეს სამშენებლო მასალა, რომელიც ბარისახოდან ბლომდე სასაზღვრო ავიაციის ვერტმფრენის დახმარებით გადაიტანეს

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ხევსურეთის სოფელ ბლოს ერთადერთი მკვიდრი გოგია გიგაური ზამთარს საკუთარ სახლში გაატარებს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბლოელი გოგიასთვის თანხა შეაგროვეს და შეიძინეს სამშენებლო მასალა, რომელიც ბარისახოდან სოფელ ბლომდე სასაზღვრო ავიაციის ვერტმფრენის დახმარებით გადაიტანეს.

სახლის სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.

გოგია გიგაურს ძველი ხევსურული, ბანიანი სახლი ზვავმა 2015 წელს დაუნგრია. სოფლამდე სამანქანო გზა არ მიდის, როშკასთან წყდება. როშკიდან ბლომდე კი 5 კილომეტრია. რამდენიმე წლის წინ ბარისახოდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით რკინის კარკასი აიტანა, ტენტი გადააფარა და მეოთხე წელია, კარავში იზამთრებს.

საინფორმაციო სააგენტო „მთის ამბების" ცნობით, გოგია გიგაური ბლოში დაბადებულ-გაზრდილია. უკვე 1997 წლისთვის ამ სოფელში გოგიას ოჯახიღა იყო შემორჩენილი. სააგენტომ საზოგადოებას გააცნო მისი მდგომარეობა და სახლის ასაშენებლად თანხაც შეაგროვა.

რა სიახლეებს სთავაზობს საქართველოს მთავრობა მაღალმთიან სოფლებს>>

„შეგროვილი 9339 ლარით, სრულად, ბლოელ გოგიას გაზაფხულზე ძველი ხევსურული სახლის აღდგენას ან ბიზნეს-იდეას დავუფინანსებთ, რათა ის უფრო მეტად გაძლიერდეს და მთაში დაბრუნების სტიმული სხვებსაც მისცეს", - აღნიშნულია „მთის ამბების" სტატიაში.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (144)

მთავარი თემები